0 3 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

აშშ-ის საელჩო - რუსეთის საქართველოში შემოჭრის 15 წლისთავი ორმაგად მძიმეა დღეს

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სალჩო აგვისტოს ომის 15 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს სადაც აღნიშნავს, რომ დღევანდელი დღე ორმაგად მძიმეა.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, შოვის ტრაგედიის მსხვერპლთა გლოვის ნიშნად დღეს შეერთებული შტატების დროშა დაშვებულია.

„რუსეთის საქართველოში შემოჭრის 15 წლისთავი ორმაგად მძიმეა დღეს.

პატივს მივაგებთ დაღუპულთა ხსოვნას და ვიხსენებთ გმირებს, რომელთა სახელიც სიმტკიცეს მატებს ქართველ ხალხს.

შოვის ტრაგედიის მსხვერპლთა გლოვის ნიშნად დღეს შეერთებული შტატების დროშა დაშვებულია“,- ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები