1 7 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,თქვენ უნდა მოიხადოთ ბოდიში, რომ ამ მდგომარეობამდე მომიყვანეთ, პაპუაშვილო, შემომხედე კარგად!" - მიხეილ სააკაშვილი

„მე მინდა ვთქვა, რომ ყველა, ვინც უღალატა უკრაინას და საქართველოს უნდა დასანქცირდეს ყველაზე მკაცრი სანქციებით. ჩემი აქ ყოფნა არის პუტინის შეთქმულება ივანიშვილთან ერთად და მის ადგილობრივ დამქაშებთან ერთად. ეს არის შეთქმულება საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ. მე არ შემეშინდა "ვარდების რევოლუციის' დროს, მე არ შემეშინდა 2008 წლის ომის დროს, დავრჩი თბილისში, გადავარჩინე საქართველო და ქართული სახელმწიფოებრიობა, მე არ შემეშინდა არც 2021 წელს, როცა საქართველო იხრჩობოდა და დავბრუნდი ამ სასამართლოს პირობებშიც კი, ე.წ სასამართლოს პირობებშიც კი.

მე მინდა ვუთხრა ყველას, ჩვენ გვართმევენ მომავალს, ჩვენს შვილებს უბიძგებენ, რომ არ იცხოვრონ საქართველოში, ჩვენი შვილები იცხოვრებენ საქართველოში, მე ვიცი, როგორ გავაკეთო.

თურმე ევროპარლამენტმა ბოდიში უნდა მოიხადოს, რომ ითხოვს ჩემს გათავისუფლებას და მინდა ვუთხრა პარლამენტის ე.წ. თავმჯდომარეს თქვენ უნდა მოიხადოთ ბოდიში, რომ ამ მდგომარეობამდე მომიყვანეთ. ბოდიში უნდა მოიხადოთ ევროპარლამენტარების წინაშე, ჩემი ოჯახის წინაშე, ჩემს წინაშე, უკრაინის სახელმწიფოს წინაშე, რომლის მოქალაქე ამ მდგომარეობამდე მიიყვანეთ და ყველა ქართველის წინაშე, რომ ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელი ამ მდგომარეობაში ჩააგდეთ. პაპიაშვილო, შემომხედე კარგად! მე დაგამარცხებ, მაინც შევძლებ“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა თავის სასამართლო პროცესზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:32

    ყველაფერს გავაკეთებ, რომ გავაერთიანო ერი, რათა დავ...

    „ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ გავაერთიანო დემოკრატიული პარტია და გავაერთიანოთ ჩვენი ერი, რათა დავამარცხოთ დონალდ ტრამპი და მისი ექსტრემალური პროექტი 2025-ის დღის წესრიგი. არჩევნებამდე გვაქ...

  • 12:53

    ვინ იყო თომას კრუქსი–ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც...

    FBI-მ გამოაცხადა, რომ მამაკაცი, ვინც დონალდ ტრამპს ესროლა ბატლერში, პენსილვანიის შტატში, 20 წლის თომას მეთიუ კრუქსი იყო. ის მშობლებთან ერთად წყნარ გარეუბანში ცხოვრობდა და რესპუბლიკური პარტიის რეგისტრი...

  • 12:51

    “უნდა დავწიოთ ტემპერატურა ჩვენს პოლიტიკაში”- ბაიდე...

    ჯო ბაიდენმა ამერიკელ ხალხს მიმართა ყოფილი პრეზიდენტის, და რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატის დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით. პრეზიდენტმა ოვალურ კაბინეტში ჩაწერილ განცხა...

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...