1 4 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართველოს ბანკის Cashback აქციით ბიზნესს დახარჯული თანხის 40% -ის დაბრუნება შეუძლია

საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისა და გაძლიერების მიზნით მათ საჭიროებებზე მორგებულ სიახლეებს აქტიურ რეჟიმში ნერგავს. სწორედ ამიტომ, ბანკი მის ბიზნეს  მომხმარებლებს 31 დეკემბრამდე Cashback აქციაში ჩართვას სთვაზობს, რაც დახარჯული თანხის 40 %-ის უკან დაბრუნებას ითვალისწინებს.

 

ანგარიშის გახსნის და Mastercard-ის ბიზნეს ბარათის აღების შემდეგ, მომხმარებელი 2 თვის განმავლობაში შეძლებს  დახარჯული თანხის 40%-ი დაიბრუნოს, რაც  თვეში მაქსიმუმ 400-ს, ორი თვის განმავლობაში კი მაქსიმუმ 800 ლარს შეადგენს.

 

იმისათვის რომ მომხმარებელი Cashback-ის აქციაში  ჩაერთოს, მან 31 დეკემბრამდე უნდა გახსნას საკუთარი კომპანიის პირველი ანგარიში bonline.ge-ზე. იქვე შეუკვეთოს ბანკის პლასტიკური ან ციფრული ბარათი და გახდეს საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებელი.

 

„საქართველოს ბანკი ბიზნესს აქტიურად უჭერს მხარს და მომხმარებლებს მუდმივად მათ საჭიროებებზე მორგებულ შეთავაზებებს უკეთებს. ამ მიზნით, ბანკი Cashback აქციას 31 დეკემბრამდე აგრძელებს, რაც 400 დან - 800 ლარამდე თანხის უკან დაბრუნებას ითვალისწინებს. მომხმარებელს, რომელიც ონლაინ გახსნის ანგარიშს, შესაძლებლობა აქვს დახარჯული თანხის 40% დაიბრუნოს, გამოთავისუფლებული თანხა კი კვლავ საკუთარი ბიზნესის განვითარებას მოახმაროს. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, გაუმჯობესებული პროცესებითა თუ სერვისებით, ჩვენს მომხმარებლებს მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ და ბიზნესს განვითარებისა და გაძლიერებისთვის კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა მივცეთ“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში

 

Cashback-ის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ვებგვერდზე: https://bankofgeorgia.ge/ka/business/cards/cashback

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...