1 7 : 1 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„ჩიტი თავისუფალია“ - ილონ მასკმა „ტვიტერი“ 44 მილიარდ დოლარად იყიდა

მსოფლიოს ერთ-ერთმა უმდიდრესმა ადამიანმა, Space X-ისა და „ტესლას“ დამფუძნებელმა ილონ მასკმა „ტვიტერის“ შესყიდვის პროცესი დაასრულა და კომპანიას სათავეში ჩაუდგა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მასკმა სოციალური მედიაპლატფორმა 44 მილიარდ დოლარად შეისყიდა.

ცნობილი ხდება, რომ შესყიდვის პროცესის დასრულების შემდეგ, თანამდებობები დატოვეს მედიაგიგანტის გენერალურმა და ფინანსურმა დირექტორებმა.

შეგახსენებთ, ილონ მასკს 28 ოქტომბრამდე ჰქონდა დრო, „ტვიტერის“ შეძენის პროცესი დაესრულებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მას სასამართლო დავა ელოდებოდა, რადგან „ტვიტერმა“ ილონ მასკს უჩივლა. კომპანიამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ცნობილმა მილიარდერმა განაცხადა, რომ უარს ამბობდა „ტვიტერის“ 44 მილიარდ აშშ დოლარად შესყიდვაზე.

„ტვიტერი“ მასკს შესყიდვასთან დაკავშირებული შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებდა, რამაც სარჩელის თანახმად, „ტვიტერი“ და მისი ბიზნესი დააზარალა.

მსოფლიოს უმდიდრესმა მეწარმემ Twitter-ის მართვა კომპანიის უმაღლეს მენეჯმენტში რადიკალური ცვლილებებით დაიწყო.

პირველივე დღეს მასკმა კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი პარაგ აგრავალი, მთავარი ფინანსური ოფიცერი ნედ სიგალი და იურიდიულ საკითხთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვიჯაია გადი თანამდებობიდან გადააყენა.

დახურულ კარს მიღმა მენეჯმენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, მასკმა დატვიტა, რომ “ჩიტი თავისუფალია”,  რითაც  სავარაუდოდ ის იგულისხმა, რომ  Twitter-ი მენეჯმენტის შემზღუდავი პოლიტიკისა და ცენზურისგან გათავისუფლდა, რაც როგორც მასკი ადრეც ამბობდა, მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...