1 5 : 5 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ვატიკანის ელჩი უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს მას შემდეგ, რაც რომის პაპმა დარია დუგინას „უდანაშაულო მსხვერპლი“ უწოდა

რომის პაპი ფრანცისკე ალექსეი დუგინის ქალიშვილის, დარია დუგინას მკვლელობას გამოეხმაურა და მას „უდანაშაულო მსხვერპლი“ უწოდა, რის გამოც ვატიკანის ნუნციო უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

უკრაინის საგარეო უწყების ცნობით, მათ ყურადღებით შეისწავლეს პაპის სრული ციტატა და იმედგაცრუებულები არიან მისი განცხადებით.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ, დმიტრო კულებას განცხადებით, ის ფაქტი, რომ წმინდა საყდრის ნუნციო დიპლომატიურ უწყებაში დაიბარეს, უპრეცედენტო მოვლენას წარმოადგენს.

„უკრაინული გული იხლიჩება პაპის სიტყვების გამო. ეს უსამართლობა იყო. ამასთან, გაუგებარია პაპ ფრანცისკეს გადაწყვეტილება, რუსეთის მოქალაქის რუსეთის ტერიტორიაზე სიკვდილი მოეხსენიებინა რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტში, რომელთანაც უკრაინას არავითარი კავშირი არ აქვს”, -განაცხადა კულებამ.

დარია დუგინა 20 აგვისტოს მოსკოვში საკუთარ ავტომობილში ააფეთქეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები