მსოფლიო
როზეტა ვაშაკიძემ 48 წლის ასაკში შვილი გააჩინა - პატარა კატო მშობლების 5 წლის ნანატრი შვილია
2022-07-26 12:53:04
როზეტა ვაშაკიძემ ნანატრი შვილი 48 წლის ასაკში, „კლინიკა ბომონდში“ გააჩინა. ქალბატონის ორსულობას მთელი პერიოდის განმავლობაში კლინიკის მეან-გინეკოლოგი ნანა შარვაშიძე მართავდა. „მართალია, ორსულობის პერიოდი პრობლემებით გამოირჩეოდა. დედას ჰქონდა ახალი კორონავირუსული ინფექცია, საშარდე გზების ინფექცია და სხვადასხვა გართულება, თუმცა ყველაფერი კარგად დასრულდა და ქვეყანას პატარა კატო მოევლინა. „ბომონდი“-ს კლინიკების ქსელის სახელით კიდევ ერთხელ ვულოცავ ოჯახს ამ დიდ სიხარულს,“-ამბობს ნანა შარვაშიძე. პატარა კატო ვერულაშვილი მშობლების 5 წლის ნანატრი შვილია.
კომენტარები