0 2 : 0 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა არ არის კარგი, ყოველწუთიერად იცვლება… არსებობს მისი გულის უცაბედი გაჩერების რისკი” – ნიკა გვარამია

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის და “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგი არ არის. ამის შესახებ ნიკა გვარამიამ “მთავარი არხის” გადაცემა “მთავარ აქცენტებში” ისაუბრა. მისი თქმით, არსებობს გულის უცაბედი გაჩერების საფრთხეც.

რაც შეეხება საკითხს, საჭიროების შემთხვევაში, რომელ კლინიკაში გადაიყვანენ მიხეილ სააკაშვილს, ნიკა გვარამია ამბობს, რომ მისი გადაყვანა ციხის საავადმყოფოში დაუშვებელია, ვინაიდან ის შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი არ არის და მისი იქ გადაყვანის შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილის გადარჩენა, პრაქტიკულად, შეუძლებელი იქნება

მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა არ არის კარგი. მდგომარეობა ყოველ წუთიერად და საათობრივად მერყეობს და იცვლება, ეს ტიპური დამახასიათებელი მდგომარეობაა ანემიური ავადმყოფისთვის და მით უმეტეს, მოშიმშილე ანემიური ავადმყოფისთვის.

ხვალ, დღეს, ზეგ, რამდენიმე საათში, ერთ კვირაში, არავინ იცის, არსებობს მისი გულის უცაბედი გაჩერების რისკი, რადგან ორგანიზმი კალიუმისგან დაცლილია. ასევე, ყველაფერთან ერთად, ჰემოგლობინი დაცემულია და გულის გაჩერების შემთხვევაში, თუ ის იქნება ციხის საავადმყოფოში ან ციხეში, პრაქტიკულად, შეუძლებელი იქნება მისი გადარჩენა.

უბრალო მიზეზის გამო, ცხადია, არც ციხეში და არც ციხის საავადმყოფოში, არ არსებობს ყველაზე მაღალი დონის კარდიოლოგიური ჩარევის შესაძლებლობა, არც ყველაზე მაღალი კლასის კარდიოლოგი არ არის ამ ციხის კლინიკაში.

კარდიოლოგიურ ჩარევაში ვგულისხმობთ იმას, რასაც გულის პულსი ზომიერებაში მოყავს და შეიძლება “ამოქოქოს” გაჩერებული გული. შესაძლოა, დასჭირდეს სტენტირება, შეუძლებელია ეს ამ საავადმყოფოში, მეტიც, ზუსტი დიაგნოსტირებაც შეუძლებელია, არც შესაბამისი ლაბორატორიული კვლევები და არც შესაბამისი ტექნოლოგიური კვლევები არ არსებობს, – თქვა ნიკა გვარამიამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...