1 9 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მოსამართლე გაბინაშვილი ჩინჩალაძის ჩრდილით და ქართული ოცნების მანტიით - კიდევ ერთი პოლიტიკური გადაწყვეტილება და კავშირები კობახიძესთან

 

პარტია ქართული ოცნების დირექტივით, უზენაესი სასამართლოს „ტროიკის“ მიერ ტვ ფორმულას დამფუძნებლის მიმართ მიღებული  გადაწყვეტილება, შეიძლება ითქვას რომ ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში ერთერთი ყველაზე პოლიტიკურად მოტივირებული საქმეა, რომელიც პრემიერ ღარიბაშვილისა და მმართველი პარტიის თავმჯდომარე კობახიძის ღია მითითების შემდეგ გააქტიურდა.

ერთერთი ყველაზე პოლიტიკურად ანგაჟირებული პირი, „ტროიკის“ იმ წევრთაგან, რომელმაც დავით კეზერაშვილს ღარიბაშვილ-კობახიძის ბრძანებით 5 წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა, მერაბ გაბინაშვილია. ის, ქართული სასამართლოს „ბნელი ხელის“ - ჩინჩალაძის კადრი და კონიუნქტურას დაქვემდებარებული სისტემის ნაწილია.

უსამართლო სასამართლო

მერაბ გაბინაშვილი  სასამართლო სისტემაში არსებული მოსამართლეთა გავლენიანი და პროსახელისუფლებო ჯგუფის ერთ-ერთ წევრად მოიაზრება. 

იგი 2006-2007 წლებში, გორში, მიხეილ ჩინჩალაძის პროკურორობის დროს, რაიონული სასამართლოს მოსამართლე იყო და ჯერ კიდევ იმ დროიდან ასრულებდა უსიტყვოდ, მის სურვილებს...

გაბინაშვილი ფიგურირებდა შალვა რამიშვილის მიერ გასაჯაროვებულ ვაიბერ მიმოწერაშიც. ამ მიმოწერაში, შალვა რამიშვილი და ტელეკომპანია იმედის მაშინდელი გენერალური დირექტორი 18 დეკემბრის გადაცემა „პოლიტიკა”-ს გეგმავდნენ. 

მიმოწერიდან ირკვეოდა, რომ ტელეარხის გენერალური დირექტორი  ჟურნალისტს, გადაცემაში, მოსამართლეებისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კონკრეტული წევრების მიწვევას ავალებდა. ესენი იყვნენ: თამარ ალანია, მერაბ გაბინაშვილი, დიმიტრი გვრიტიშვილი და გიორგი ტყავაძე. 

სტუმრების მოწვევის მიზანი ლევან მურუსიძისათვის „კრიტიკული კითხვების დასმა იყო“, თუმცა გადაცემიდან აშკარად იკვეთებოდა, რომ მოსამართლეთა მთავარი მიზანი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის მხარდაჭერა გახლდათ. 

გადაცემაში მონაწილე მოსამართლეებს არცერთი კრიტიკული კითხვა არ დაუსვამთ და არც ერთი პრობლემური საკითხი არ წამოუჭრიათ. უფრო მეტიც, ისინი შეგნებულად ახდენდნენ რეალობის დამალვასა და საზოგადოებისთვის მცდარი წარმოდგენების შექმნას. 

გახმაურებული საქმეები

სისტემის მორჩილმა გაბინაშვილმა, 2019 წელს განიხილა დეპუტატ ნიკა მელიასთვის თბილისის საქალაქო  სასამართლოს მიერ განსაზღვრული აღკვეთის ღონისძიების სახეების კანონიერება. 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დეპუტატს გირაოსთან ერთად დამატებითი შეზღუდვები დაუწესა, მათ შორის: ელექტრონული სამაჯურის ტარება დასაზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში საჯარო განცხადებების არგაკეთება. 

განჩინება გასაჩივრდა. დაცვის მხარე დეპუტატისთვის საჯარო განცხადებების შეზღუდვას არაკონსტიუტციურად მიიჩნევდა, თუმცა მოსამართლის მიერ ეს პოზიცია იგნორირებული იქნა. 

ცენზორი, როგორც ასეთი...

გაბინაშვილი, აქტიურად უჭერდა მხარს ევაგოცირიძის ინიციატივას, რომელიც მოსამართლეთა მიმართ „კრიტიკის ზღვარის დაწესებას” გულისხმობდა.

ეს ინიციატივა უარყოფითად შეაფასეს ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ოპოზიციური პარტიების ცალკეულმა წარმომადგენლებმა, ადვოკატთაა სოციაციის წევრებმა და ეთიკის ქარტიამ. ქარტიამ, ამ ინიციატივას „ცენზურა” უწოდა...

გაბინაშვილის პარტიული კავშირები

სისტემის მორჩილი მოსამართლე, პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ახლობელია. 

ხოლო თუ მის ლოიალობას გავითვალისწინებთ მმართველი პარტიის მიმართ, ეს ფაქტი, შესაძლოა, პირდაპირი მტკიცებულება იყოს იმისა, თუ რას დაეყრდნო გაბინაშვილი კრიტიკული მედიის დამფუძნებლის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გამოტანისას: კანონს თუ კობახიძეს.

P.S: შეგახსენებთ რომ დავით კეზერაშვილს პროკურატურა საწვრთნელ პროექტში თანხის გაფლანგვას ედავებოდა. თუმცა, მას ბრალიქართული ოცნების სასამართლომაც კი ვერ დაუმტკიცა. მეტიც, ის საქალაქო და  სააპელაციო სასამართლოებმა გაამართლეს.

წლების შემდეგ კი, საქმე უზენაესმა სასამართლომ მას შემდეგ გააცოცხლა, რაც პრემიერი ღარიბაშვილი და მოსამართლე გაბინაშვილის ახლობელი კობახიძე დავით კეზერაშვილს საჯაროდ დაემუქრნენ კრიტიკული მედიის, ტელეკომპანია ფორმულას დაფუძნების გამო.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...