2 0 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"რა მოხდა გუშინ ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა ბანაკში?- დეტალები რიონში გაუჩინარებულ ახალგაზრდა მამაკაცზე.

გუშინ “ნამახვანჰესის” მოწინააღმდეგეთა ბანაკში მომხდარ ფაქტს ადგილობრივი მოსახლეობა აფასებს. მათი თქმით ამ ტრაგედიაზე დიდი წილი პასუხისმგებლობა აქციის ორგანიზატორებს ეკისრებათ. როგორც ადგილობრივები ამბობენ ეს ყველაფერი ზღვარსგადასული რადიკალიზმის ბრალია და ე.წ. “რიონის ხეობის მცველები” ვერ აკონტროლებენ, მათ მიერ დაწყებულ პროტესტს.

 

“ვიცოდი, რომ ადრე თუ გვიან რაიმე უბედურება მოხდებოდა. ასე არ შეიძლება, ჩამოდიან ათასი ჭკუის ხალხი, კაცმა არ იცის რატომ და რისთვის. ვითომ ჩვენ საქმეს აკეთებენ გვებღვირებიან ადგილობრივებს. გეფიცებით დაშინებულია ხალხი. მაგათი კი არავის ეშინია, უბრალოდ ბევრი ისეთი არაადეკვატურია აზრი არა აქვს მაგათთან ლაპარაკს. გიჟს გზა უნდა დაუთმოო ხო იცით და ასე ვართ, ერთს და ორს ავიტანდით კიდე მაგრამ უკვე ნამეტანს შვებიან.” ეთერი მანაგაძე

“ჯერ იყო და მაგათ გამო ნორმალურად ვეღარ გაგვივლია სოფელში და ახლა კიდე ამბობენ კაცი მოუკვდათო. რას გაიგებ რა მოხდა ? ცალკე სახელმწიფოს აშენებენ იქ მემგონი.  ვერ გაიგებ შვილო იქ ვინ მიდის, ვინ მოდის. ერთი ვიცი, რომ იქ ადგილობრი არავინაა. ასი კაციდან ორი ან სამი ადამიანია ადგილობრივი, დანარჩენი სულ ჩამოსულები არიან. ზოგი დუშეთიდანაა, ზოგი საგარეჯოდან და ვინ იცის კიდე საიდან. არაფერი საერთო ამ ხალხს რიონის ხეობასთან არ აქვთ.  ეს საცოდავიც არ ყოფილა აქაური, თბილისიდან ჩამოვიდაო რამდენიმე დღის წინო ასე ამბობენ. იქნება ახლა მაინც დაფიქრდნენ და მოეგონ გონს. ამდენ ხალხს, რომ ეძახი გამოდით ქუჩაში და დადექით ჩვენთანო, ხომ უნდა გქონდეს მერე ამ ხალხის მართვის თავი. ეშხში შევიდნენ ახლა და გონიათ ამათია ეს ხეობა, მაგრამ ფაქტია დაღუპეს ახალგაზრდა კაცი. თუ დროზე არ დასრულდა ამათი ქალაქობანას თამაში ნამოხვანში კიდე უარესი შეიძლება მოხდეს. ჩვენ მართლა გვეშინია უკვე ამ ადამიანების, სექტას ვეძახით. თუ სხვა აზრი უთხარი რამე შეიძლება თვითონ გადაგაგდონ რიონში. გაბრაზებულები ვართ შვილო, ძალიან გაბრაზებულები. ცოდვა დატრიალდა და არ ვიცით ვის სახლთან გამორიყავს იმ საცოდავს მდინარე. მთელი ცხოვრებაა წყნარად და მშვიდად გავატარეთ და სხვაზე ნაკლებად არ ვიცავდით ამ ხეობას. ახლაც ვიცავთ და სულ დავიცავთ, მაგრამ გააჩნია რისგან. ბავშვი არ დაადებულა ათწლეულებია უკვე ბევრ სოფელში და ნასოფლარებია ყველგან. ამ ჰესის მშენებლობამ ცოტა გამოაცოცხლა აქაურობა და ცოტა იმედი მოგვეცა ადგილობრივებს. იქნება კიდეა შანსი ამ ხეობაში სკოლა გაიხსნას, საბავშვო ბაღი გაიხსნას, სამუშაო ადგილები გაჩნდეს.  76 წლის კაცი ვარ და სულ ვიცოდი, რომ აშენება იყო კარგი და ნგრევა ცუდი და ახლა გამოდის ერთი მუჭა ხალხი და არ ააშენოთო ყვირიან. უნდა ავაშენოთ შვილო, სანამ გვაქ საშენებელი.“ – შალვა მამრიკიშვილი.

“ყველაფრის სათავე არის ის, რომ ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს. ამათ, რომ კითხო ყველა ექსპერტია და ყველამ ყველაფერი იცის. აიჩემეს ათასი აბსურდი და ორმოცმეტრიანი ტალღები, მერე თვითონ დაიჯერეს, მერე ოცი კაცი დაინახეს აქციაზე და ზვიად გამსახურდიები გონიათ თავი და მოხდა ის რაც მოხდა. შეძრულები ვართ ადგილობრივები. ჩვენი გაჭირვება გვეყოფოდა და კიდე საფიქრალი მოგვიმატეს. ღმერთის სახელით გვწყევლიან ადგილობრივებს, გვაშინებენ. იმ კარვების ადგილს წმინდა მიწას ეძახიან და ყველაზე დიდი ქრისტიანული ცოდვა დაუტრიალდათ. იქნება ახლა მაინც მიხვდნენ საით მიდიან. მთელი დღეა ფეისბუზე კომენტარებს ვკითხულობ და დამიჯერეთ ეს ხალხი საშიშია. გაგიჟდებით რას წერენ. შეიძლება იმ კარვებიდან რამდენიმე დავარცხნილად საუბრობს, მაგრამ საერთო ჯამში ეს პროტესტი მიყავსთ ეთნიკურ დაპირიპირებამდე. ქსენოფობები არიანო ამბობენ, მარტო ქსენოფობები კი არა ადამიანოფობები არიან რასაც მე ვუყურებ. ეზიზღებათ ყველა ვისაც განსხვავებული აზრი აქვთ” – ირაკლი ქობულაძე

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნამოხვანში, მდინარე რიონში გაუჩინარებული კაცის საძიებო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. მობილიზებულია დამატებითი ძალები.

პროცესში ჩართულია განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს ჯგუფი თბილისიდან, 20 მეხანძრე-მაშველის შემადგენლობით. ასევე, ნამოხვანში ჩავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წყალზე რეაგირების სამმართველოს მაშველები სამეგრელოს, გურიის და აჭარის რეგიონებიდან. საძიებო-სამაშველო სამუშაოში მონაწილეობს 6 მყვინთავი – 8 ნავით. წყლის ფსკერს საძიებო სკანერით, ექოლოტით ათვალიერებენ.

შემთხვევის ადგილზე მოეწყო სპეციალური საველე შტაბი, რომელსაც სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი, დავით სუხიშვილი ხელმძღვანელობს.

მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...