1 9 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

13 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

გირჩევთ, ეს დღე სიყვარულს, ოჯახს და ახალ ნაცნობას დაუთმოთ, რომელიც, სავარაუდოდ, გრძელვადიან ურთიერთობაში გადაიზრდება. ფინანსური საქმეებიანობისთვის ხელსაყრელი დღეა. ვარსკვლავები მომგებიან ბიზნესგარიგებას, მაცდურ შეთავაზებას ან აზარტულ თამაშში მოგებას გპირდებიან.

კურო

ხელსაყრელი დღეა სახლის რემონტისა და კეთილმოწყობისთვის. ამ დღეს ნებისმიერი საყოფაცხოვრებო პრობლემა სწრაფად და მარტივად მოგვარდება. ფულის ნებისმიერი ინვესტიცია წარმატებული და მომგებიანი იქნება.

ტყუპები

ბედი შანსს გაძლევთ, რომ ფინანსური მდგომარეობა გაიუმჯობესოთ. დღის პირველ ნახევარში შესაძლებლობა გექნებათ, საკუთარი უნარები ცხოვრების სხვადასხვა სფეროში გამოავლინოთ და მოკავშირეები იპოვოთ.

კირჩხიბი

ამ დღეს სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ, რადგან ახლობელ ადამიანთან მოსალოდნელია კონფლიქტი. ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ და ყოველი სიტყვა მოზომოთ. უმჯობესია, მეგობრებთან შეხვედრა სხვა დროისთვის გადაიტანოთ და დღის მეორე ნახევარი მთლიანად ოჯახს, შვილებს და საყოფაცხოვრები პრობლემების მოგვარებას დაუთმოთ. ინტიმური თვალსაზრისით, კარგი დღეა. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას და ნებისმიერი საყურადღებო სიგნალის მიღებისას, სპეციალისტს მიმართეთ.

ლომი

ეს დღე შეიძლება ძალიან რთული აღმოჩნდეს. მოსალოდნელია არასასურველი შეხვედრა ან ცუდი ამბავი. ვარსკვლავები ლომ მამაკაცებს ფინანსური სფეროში მოსალოდნელი სირთულეების შესახებ აფრთხილებენ. ლომი ქალები მზად უნდა იყვნენ იმისთვის, რომ მათი ახალი გატაცება ხანმოკლე იქნება. სავარაუდოდ, წყენა და იმედგაცრუება გელით.

ქალწული

პრობლემებით სავსე დღეა. ქალწული მამაკაცები განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ, რადგან გადაღლამ შეიძლება, სტრესი და ქრონიკული დაავადების გამწვავება გამოიწვიოს. ახალი ნაცნობობა ხანმოკლე იქნება, ამიტომ ოცნების კოშკების აგებისგან თავი უნდა შეიკავოთ. გირჩევთ, მეტი ყურადღება მიაქციოთ ჯანმრთელობას – დაიცავით კვებისა და დასვენების რეჟიმი და სრულყოფილად გამოიძინეთ.

სასწორი

არახელსაყრელი დღეა, რომელიც დეპრესიულ განწყობასთან ასოცირდება. დღის პირველ ნახევარში მცირე გაუგებრობა გელით, ხოლო საღამოს ჩვეულებრივზე გაცილებით მეტი ძალისხმევა მოგიწევთ, რათა პარტნიორებთან და ახლობლებელ ადამიანებთან ურთიერთგაგებას და ჰარმონიას მიაღწიოთ.

მორიელი

მორიელისთვის ამ დღის დევიზია სიყვარული, სიმშვიდე და ჰარმონია. ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობა თანდათან მოგვარდება, თუმცა ძველი წყენა ჯერჯერობით, არ გავიწყდებათ. ხელსაყრელი დღეა კულტურული დასვენებისთვის. ეს დადებითი ემოციებით აგავსებთ.

მშვილდოსანი

ხელსაყრელი დღეა ძველი საქმეების დასრულებისა და ახალი საქმეების დაგეგმვისთვის. არ არის გამორიცხული, რომ ახალი იდეის წყალობით შემოსავლის ახალი წყარო აღმოაჩინოთ. მშვილდოსანი ქალები შეძლებენ, მაქსიმალურად გამოიყენონ თავიანთი ინტელექტუალური და სულიერი შესაძლებლობები. სავარაუდოდ, ჰორიზონტზე ყოფილი თაყვანისმცემელი გამოჩნდება და ხელსა და გულს შემოგთავაზებთ. ბედი მარტოხელა მშვილდოსან მამაკაცებზეც იზრუნებს და რომანტიკულ შეხვედრას აჩუქებს.

თხის რქა

არახელსაყრელი დღეა ფინანსური გარიგებებისა და სასწრაფოდ მოსაგვარებელი საქმეებისთვის. გამორიცხული არ არის ფინანსური მდგომარეობის დროებით გაუარესება. გულმოდგინედ მუშაობის მიუხედავად, უფროსთან უთანხმოება გელით. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობის მდგომარეობას – მოსალოდნელია პრობლემები.

მერწყული

ამ დღეს თქვენი მატერიალური სფერო ძალიან დაუცველია, ამიტომ გირჩევთ, სიფრთხილე და ყურადღება გამოიჩინოთ, რათა თქვენთვის ძვირფასი ნივთები ქურდის ხელში არ აღმოჩნდეს. ერიდეთ ფულის გასესხებას და ფინანსურ დოკუმენტებზე ხელის მოწერას. ასეთი საკითხების მოგვარება უმჯობესია, უკეთესი დროისთვის გადადოთ.

თევზი

ვიღაც ცდილობს, მახე დაგიგოთ, ამიტომ ერიდეთ გულწრფელ საუბრებს ადამიანებთან, რომელთა წესიერებაშიც დარწმუნებული არ ხართ. ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით პარტნიორებთან მოსალოდნელია სერიოზული უთანხმოება. თქვენ ბრალს დაგდებენ იმაში, რაც არ გაგიკეთებიათ, მაგრამ ყველაფერი არც ისე ცუდადაა, როგორც ჩანს. თქვენი სიმართლე მალე დამტკიცდება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...