2 2 : 3 4
 | 

მსოფლიო

სასტიკი მკვლელობა თბილისში - 21 წლის ბიჭმა 19 წლის ძმა მოკლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში 1999 წელს დაბადებული მოქალაქე, ცხელ კვალზე, ძმის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. უწყების ცნობით, მან 19 წლის ძმა მოკლა.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ძმას – 2001 წელს დაბადებულ მ.ა.-ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს”, – წერია სამინისტროს განცხადებაში.

ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა-108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები