2 2 : 3 2
 | 

მსოფლიო

მკაცრი შეზღუდვები და სრული ჩაკეტვა არ იგეგმება – მთავრობის გადაწყვეტილება

საკოორდინაციო საბჭოს წევრების სხდომა დასრულდა. სხდომის დასრულების შემდეგ, ვიცეპრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა განმარტა, რომ მთავრობა დამატებით მკაცრ შეზღუდვებს არ გეგმავს.

მისი განმარტებით, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს დღეს მთავრობა მიიღებდა გადაწყვეტილებას სრული შეზღუდვების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.

„დღეის მდგომარეობით შეზღუდვებთან დაკავშირებით არ მიგვიღია. როგორც მედიასაშუალებებით და ასევე მოსახლეობაშია ვრცელდებოდა არასწორი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ გუშინაც და დღესაც მივიღებდით გადაწყვეტილებას სისტემური ლოკდაუნის შესახებ, კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ ასეთი ტიპის გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ არის მიღებული“,- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები