0 7 : 5 9
 | 

მსოფლიო

მთიანი ყარაბაღის სამშვიდობო ოპერაციებში რუსული სამხედრო ვერტმფრენებიც ჩაერთვებიან

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების მიზნით სამშვიდობო ოპერაციებში „მი-8“ და „მი-24“ ტიპის სამხედრო ვერტმფრენებიც ჩაერთვებიან, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული სამმართველოს უფროსმა სერგეი რუდსკოიმ განაცხადა, რომ ოთხშაბათს რუსეთმა მთიან ყარაბაღში 414 რუსი სამშვიდობო, რამდენიმე ათეული სამხედრო მანქანა, ტექნიკა და რვა სამხედრო ვერტმფრენი და დრონი გააგზავნა. მთიან ყარაბაღში რუსული კონტინგენტი, საერთო ჯამში, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული 1 960 სამხედრო მოსამსახურით, 90 ჯავშანტრანსპორტიორით, 380 ერთეულით ავტომობილითა და სხვა ტექნიკით იქნება წარმოდგენილი.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის მთიან ყარაბაღში კონფლიქტის დასრულების მიზნით 9 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულება სხვა პირობებთან ერთად რეგიონში რუსი სამშვიდობოების განთავსებასაც ითვალისწინებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 21:02

    დიეგო მარადონა გარდაიცვალა...

    ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზად გულის შეტევა სახელდება. ის 60 წლის იყო. ამის შესახებ CNN Brasil-ი იუწყება. ნოემბრის დასაწყისში მარადონას თავის ტვი...

  • 14:04

    კორონავირუსის გართულების გამო ვოლოდიმირ ზელენსკი კ...

    უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრეი ერმაკი, რომლებიც COVID-19-ით იყვნენ ინფიცირებული, მკურნალობის გასაგრძელებლად კლინიკაში გადაიყვანეს. ამის შესახებ "უკრ...

  • 14:08

    ერევანში მასშტაბური საპროტესტო აქცია მიმდინარეობს...

    ერევანში, „თავისუფლების მოედანზე“, მასშტაბური საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მოედანი დემონსტრანტებით გადაჭედილია...

  • 14:07

    „ალბათ, საფრანგეთი ამ საკითხში რუსეთის როლზე ეჭვი...

    საფრანგეთის ხელისუფლების ოფიციალური პირები ახმოვანებენ ცალმხრივ, მიკერძოებულ და არაობიექტურ განცხადებებს. მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთი, თავისი მანდატის შესაბამისად, ნეიტრალური მხარის როლს უნდ...

  • 10:24

    "უხერხულია, რომ ტრამპი არჩევნების შედეგებს არ აღია...

     ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ აშშ-ში ხელისუფლების გადაბარების პროცესს ვერაფერი შეაჩერებს. „უხერხულია, რომ ტრამპი არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. ვაპირებთ, თანმიმდევრულად წავიდეთ წინ, თავი...

  • 11:31

    სომხეთის პრეზიდენტი:„პრესიდან გავიგე, რომ რუსეთისა...

    სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი აცხადებს, რომ მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ გაფორმებული შეთანხმების შესახებ პრესის საშუალებით შეიტყო. „პრესიდან გავიგე, რომ რუს...

  • 11:01

    სომხეთის პარლამენტის სპიკერი, არარატ მირზოიანი, დე...

    სომხეთის პარლამენტის სპიკერი, არარატ მირზოიანი, დემონონსტრანტებმა მანქანიდან გადმოიყვანეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ფეისბუქ მიმართვისას თქვა რომ მირზოიანის სიცოც...