1 1 : 4 3
 | 

მსოფლიო

ნობელის პრემიაზე, მშვიდობის დარგში ვლადიმერ პუტინი წარადგინეს

ოკუპანტი ქვეყნის, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ნობელის პრემიაზე წარადგინეს  მშვიდობის დარგში.  ინიციატივა მწერალ სერგეი კომკოვს ეკუთვნის. უცნობია, კონკრეტულად რა გახდა პუტინის მშვიდობის დარგში წარდგენის მიზეზი.

პრეზიდენტის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი დასძენს, რომ "რუსეთი სრულად მიესალმება პუტინის ნობელიანტობას", თუმცა იქვე დასძენს, რომ ეს კრემლის ინიციატივა არ ყოფილა.

მშვიდობის დარგშია წარდგენილი ამერიკის პრეზიდენტიც. დონალდ ტრამპის ნომინირების მიზეზი კი სერბეთსა და კოსოვოს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევაში შეტანილი წვლილია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები