1 1 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“ამომრჩევლის უმრავლესობა, რომელიც ჯერ საკუთარ არჩევანს არ აფიქსირებს, ოპოზიციურადაა განწყობილი,”- მამუკა ხაზარაძე

“NDI-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 60%, რომელსაც გადაწყვეტილი არ აქვს, ვის მისცემს ხმას, ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველია,”- ამის შესახებ „ლელოს“ თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ სატელევიზიო ეთერში ისაუბრა.  

„ის ფაქტი, რომ გუშინ გამოქვეყნდა NDI-ის გამოკვლევა და 60%-ს გადაწყვეტილი არ აქვს, ვის მისცემს ხმას, ეს იმას მიანიშნებს, რომ ამ ადამიანების  უმრავლესობა ოპოზიციურად განწყობილია. როდესაც ადამიანებს აშინებენ და ეუბნებიან, დაკარგავ სამსახურს თუ „ქართული ოცნების“ გარდა სხვა პარტიის მხარდამჭერი იქნები და ამ აზრს დააფიქსირებს, ხალხს ემუქრებიან სოციალური დახმარების მოხსნით, ამ ადამიანების პასუხია, რომ ჯერ არ აქვთ გადაწყვეტილება მიღებული. ეს ცალსახად ნიშნავს იმას, რომ მათი უმრავლესობა ოპოზიციურად განწყობილია“- აცხადებს ხაზარაძე.

“ლელოს” თავმჯდომარემ პარტიის რეიტინგზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი რეიტინგი ორნიშნა რიცხვს შეადგენს.

„უპრეცედენტო ზრდა გვაქვს, ჩვენი გამოკვლევით ვართ ორნიშნა რიცხვზე და ამას ცოტა ხანში ყველა დაინახავს. ჩემთვის მთავარია გუნდი და შემდეგ - თუ რის გარშემოა ეს გუნდი გაერთიანებული. რა პროექტიც არ უნდა იყოს, საჭიროა იდეა, შემდეგ პროფესიონალთა ჯგუფი, რომელიც აიღებს პასუხისმგებლობას და რისკს საკუთარ თავზე. ჩვენ დავაფუძნეთ პარტია და პანდემიის მიუხედავად, 80 000 ადამიანია ასეთი, მე არ ვლაპარაკობ ამომრჩევლებზე, წინა კვირას ეს რიცხვი იყო 70 000. არც ერთ პარტიას საქართველოს ისტორიაში არ ჰყოლია ამდენი რეგისტრირებული წევრი და რეგისტრირებული მხარდამჭერი. 

ჩვენ გვაქვს ყველაზე ძლიერი კონკრეტული გეგმა საქართველოს რეკონსტრუქციის, რომელიც 4 წელში ძირფესვიანად შეცვლის ჩვენს ქვეყანას და შემდეგ დაიწყება უპრეცედენტო ზრდა, რომელიც დღემდე ვერავინ ვერ მოახერხა. დარწმუნებული ვარ, რომ ერთ კვირაში ეს რიცხვი კიდევ გაიზრდება. რაც ჩვენ გავაკეთეთ, არის სერიოზული მენეჯმენტის შედეგი, გუნდის კვალიფიკაცია და პროფესიონალიზმი,”-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, რომ NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 88% არჩევნებზე წასვლას აპირებს, თუმცა, მათგან 59%- მა არ იცის, ვის მისცემს ხმას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...