0 0 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„ქართული ოცნება“ ბილბორდების პარტიად გადაიქცა - ლევან კობერიძე

„მმართველი პარტია თურმე ევროპული სტანდარტის დამკვიდრებას უწყობს ხელს მაშინ, როცა მისი წარმომადგენლები არც ერთ ტელევიზიაში დებატებზე არ დადიან, გარდა კომფორტული არხებისა“-ამის შესახებ „ლელოს“ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლევან კობერიძემ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა. 

მისივე თქმით, ხელისუფლების სიტყვები და საქმე ერთმანეთს ძალიან დაშორდა. მმართველი პარტია თურმე ევროპული სტანდარტის დამკვიდრებას უწყობს ხელს ქვეყანაში, არის პროგრესული, გამჭვირვალე პარტია და ასევე  აპირებს არჩევნების ჩატარებას, თუმცა მათი ქცევები ევროპულ სტანდარტებს სცდება. 

„ძალიან ბევრი ითქვა, რომ მმართველი პარტია თურმე ევროპული სტანდარტის დამკვიდრებას უწყობს ხელს ქვეყანაში, არის პროგრესული, გამჭირვალე, ასე აპირებს არჩევნების ჩატარებას. ამ განცხადებების ფონზე, ცოტა გაუგებრად გამოიყურება მათი პოზიცია, როცა არც ერთ ტელევიზიაში არანაირი ფორმატის დებატებზე არ დადიან. არ მიდიან ტელევიზიებში არათუ ოპონენტთან, მაგალითად ჩვენთან, რომ იმსჯელონ და დისკუსია გამართონ, არამედ ჟურნალისტებთანაც კი არ  საუბრობენ  ეთერებში, გარდა მათთვის კომფორტული არხებისა, სადაც წინასწარ მომზადებულ კითხვებზე პასუხობენ. ეს ყველაფერი არ ჯდება მათ განცხადებაში, რომ ევროპული სტანდარტისკენ მიდიან. მთელი ქალაქი გავსებული აქვთ ბილბორდებით. ადამიანს რომც მოგინდეს ადგილის აღება,  ყველა ადგილი დაკავებულია მათ მიერ. მოსახლეობისთვის კი სათქმელი არაფერი აქვთ,“-განაცხადა ლევან კობერიძემ. 

„ლელოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა პარტიის მიერ რამდენიმე დღის წინ წარმოდგენილ გეგმაზეც ისაუბრა და ლელოს „მარშალის გეგმის“ მთავარ ფაბულას გაუსვა ხაზი. 

„ლელოს“  დიდი ხანია, პროგრამა აქვს  წარმოდგენილი. ძალიან სერიოზული, დეტალური პროგრამა. „მარშალის გეგმის“ ანალოგი ქვეყნის რეკონსტრუქციისათვის. მზად ვართ, დავსხდეთ ნებისმიერ ფორმატში თქვენთან დისკუსიისთვის. რატომ გაურბიხართ ღია ფორმატებს, გამჭვირვალე ფორმატებს. კვლევამაც დაადასტურა, რომ მხოლოდ 27%  ამბობს და დანარჩენი მოსახლეობის 70% არ ასახელებს, ან არ იცის, ჯერჯერობით რომელ პარტიას აძლევს ხმას. არ ასახელებს იცით რატომ?! იმიტომ, რომ ქვეყანაში შიშის სინდრომია დასადგურებული. ეშინიათ სამსახურის დაკარგვის. თავდასხმები ოპონენტებზე, „ნაციონალური მოძრაობისგან“ ისწავლეს. გახშირდა თავდასხმები „ლელოს“ პარტიის წევრებზე, მათ შორის, ზუგდიდში კონკრეტული ფაქტები გვაქვს ქალებთან მიმართებით. მაინტერესებს, სად არის პარლამენტის გენდერული საბჭო ამ დროს, რატომ არ იღებს ხმას. ამ კითხვებით მივმართე პარლამენტს, თუმცა უმრავლესობის წევრებს კითხვებზე პასუხი არ აქვთ. ამიტომ დიდი იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ოქტომბერში მოსახლეობა სწორ არჩევანს გააკეთებს“ - განაცხადა კობერიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...