0 4 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

წინასაარჩევნო პოლიტიკური დევნა. საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში მოსახლეობას პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრის უფლებას არ აძლევენ

პარტია „ლელო საქართველოსთვის" გორის ორგანიზაციის წევრები საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ დიცში საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობას უნდა შეხვედროდნენ. სოფლის შესასვლელთან საქართველოს შსს-ს საპოლიციო საგუშაგოზე ისინი შეაჩერეს და სოფელში აღარ შეუშვეს.

„ლელო საქართველოსთვის" გორის ორგანიზაციის თავმჯდომარე  პაპუნა

კობერიძე იმ ფაქტს, რომ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში პარტიის წევრები არ შეუშვეს, პოლიტიკური დევნის კლასიკურ მაგალითს უწოდებს. 

“საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ვაპირებდით დიცში ჩასვლას. სამწუხაროდ, პოლიციამ ტერიტორიაზე არ შეგვიშვა და არც პასუხი გაგვცა, თუ რა მიზეზის გამო არ გვიშვებდნენ. ჩვენი კონსტიტუციური უფლება საარჩევნო კამპანიის ჩატარების შესახებ ირღვევა, სოფელში მოსახლეობა გველოდებოდა, მათთან „ლელოს" საარჩევნო პროგრამის შესახებ უნდა გვესაუბრა, მაგრამ ვერ შევედით და უკან გამოვბრუნდით. პრეტენზია არ მაქვს პოლიციასთან, რასგან ისინი ასრულებენ ზემდგომის დავალებას.

სამწუხაროდ, ეს არის პოლიტიკური დევნის კლასიკური მაგალითი, რომელსაც “ლელო” დაასრულებს. ხელისუფლებას კი ვპირდები, რომ ამ სოფელში აუცილებლად ჩავალთ და ამ მოძალადე რეჟიმის შეცვლას ვიზეიმებთ,” - აცხადებს პაპუნა კობერიძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...