2 1 : 1 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დღეს, 19 ივნისს, პარტიამ “ლელო საქართველოსთვის" რუსთავში ოფისი გახსნა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

“ლელოს" ლიდერები და წევრები  ადგილობრივებს მნიშვნელოვან საკითხებზე ესაუბრნენ, გააცნეს “ლელოს" სამომავლო  გეგმები რომელიც ქალაქის განვითარებას ემსახურება.

“ლელოს” მთავარი ამოცანაა, ამ ქალაქში დაამარცხოს უიმედობა”- პარტიის ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ მოსახლეობას ამ სიტყვებით მიმართა და განუცხადა, რომ “ლელო” არ დაიშურებს ძალას რუსთავის განვითარებისთვის და მაქსიმალურად იქნება გამოყენებული ქალაქის შესაძლებლობები. 

“რუსთავმა შექმნა ინდუსტრიული ქალაქი, თუმცა, სამწუხაროდ, მისი განვითარების საშუალება ბოლო 30 წელი არ მიეცა. რუსთავმა ვერ დაიწყო ახალი ცხოვრებით ცხოვრება, ახალი ინვესტიციებით და ახალი საწარმოებით. ჩვენი გუნდი ამ გამოცდილებით მოდის და რუსთავს სპეციალურ დიდ პროექტებს  მივუძღვნით, გაჩერებულ ქარხნებს თავიდან ავამუშავებთ და ახლებს შევქმნით. ჩემი და ჩემს გვერდით მყოფი ადამიანების ნაკეთები საქმეები საუბრობენ იმაზე, რაც გაგვიკეთებია, ამიტომ ეს არ არის ფუჭი სიტყვები. მე მინდა, მოგიწოდოთ, რომ დავამარცხოთ უიმედობა - ეს “ლელოს” მთავარი ამოცანაა, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

“ლელოს” ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ რუსთავის ოფისის გახსნისას ადგილობრივებს განუცხადა, რომ “ლელო” ქალაქში სიახლეს შეიტანს და შეცვლის წინა ხელისუფლებების არასწორ პოლიტიკას. 

“ დღეს რუსთავში აღვმართეთ “ ლელოს” დროშა, რომელიც გამარჯვების სიმბოლოა. 

სამწუხაროდ, წინა  ხელისუფლებიდან ვერც ერთმა შეძლო  იმ დაპირებების შესრულება, რომელსაც ისინი  უხვად გასცემდნენ.  ამ მიდგომას ჩვენ დავარღვევთ და აუცილებლად შევძლებთ, ყველა დაპირება, რომელსაც  გავცემთ, შევასრულოთ.  რუსთავი  ყოველთვის ცვლილებების მომხრეა. ჩვენ ვერ მივცემთ საკუთარ თავს უფლებას, დრო დავკარგოთ, რადგან ახლავე უნდა შევცვალოთ ჩვენი ქვეყნის მომავალი უკეთესობისაკენ”- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ. 

“ბრძოლას განახლებისთვის ვიწყებთ რუსთავიდან”-გრიგოლ გეგელია რუსთავის ოფისის გახსნას ამ სიტყვებით აანონსებს. 

ძველი გზები უნდა შეიცვალოს, სვლა მომავლისთვის არის ფუნდამენტური განვითარებისა და მომავლისთვის და ჩვენ ზუსტად ამ ადგილიდან ვიწყებთ დიდ ცვლილებებს. 

რუსთაველებმა კარგად იციან, რას ნიშნავს არასწორი პოლიტიკა. ამ ქალაქმა იცის, რომ დიდი პოტენციალის მატარებელია და დღეს ეს პოტენციალი გამოუყენებელია. სამწუხაროდ, რუსთავის მოსახლეობამ იცის, რას ნიშნავს დაუცველი შრომა და დაბინძურებული ჰაერი, ეს პრობლემები კი არც ერთმა ხელისუფლებამ არ შეცვალა. 

“ლელო”  ხელისუფლებაში მოსვლისთანავე მოაგვარებს ამ პრობლემებს.  ჩვენ მოვდივართ სერიოზული ცვლილებისთვის და   “ლელოს” სიკეთეებს პირველ რიგში რუსთავი შეიტყობს.” - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

 რუსთავის ოფისის გახსნას “ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი თაზო დათუნაშვილიც ესწრებოდა. 

 მისი განცხადებით, ადამიანებს მობეზრდათ გაჩერებულ ქვეყანაში ცხოვრება და ახალი  იმედით მივიდნენ პარტიის მიერ დაანონსებულ შეკრებაზე. 

“ ჩვენ არ გპირდებით ოცნებას, ჩვენ არ დაგპირდებით ისეთ რაღაცას, რასაც ვერ შევასრულებთ, ჩვენ დაგპირდებით მხოლოდ იმას, რისი გაკეთების საშუალებაც გვექნება ერთად. რადგან მოსახლეობას მობეზრდა გაჩერებულ, უმოქმედო ქვეყანაში ცხოვრება და ამას შევცვლით. ჩვენ მოვდივართ ახალი ხედვით და ხვალინდელი დღის იმედით.”- განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...