0 3 : 5 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საცხოვრებელ სახლებს ავტობანი მიაშენეს (ფოტო)

 ეგვიპტის მთავრობამ კაიროში ახალი ავტობანის მშენებლობა დაიწყო, თუმცა პროექტმა მოსახლეობაში დიდი უკმაყოფილება და აურზაური გამოიწვია.
საქმე ისაა, რომ მშენებარე ავტობანი იმდენად ახლოსაა საცხოვრებელ სახლებთან, რომ სურვილის შემთხვევაში, შეიძლება აივნიდან ხელით მისწვდე.

 ერთი შეხედვითაც ნათელია, რომ დაბინძურებული ჰაერის გარდა, სახლის ფანჯრებთან და აივნებთან მიშენებული ავტობანი კორპუსის მაცხოვრებლებს უამრავ საფრთხეს უქმნის – ვიღაც გზის შემოკლების მიზნით, აივნიდან პირდაპირ მანქანების სამოძრაო გზაზე გადავა, ვიღაც პირიქით, ხოლო ქვედა სართულის მაცხოვრებლები სამუდამო წყვდიადში ჩაიძირებიან.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები