0 8 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

90 წლის იაპონელი ქალი მსოფლიოს უხუცესი გეიმერი გახდა

90 წლის იაპონელი ჰამაკო მორი მსოფლიოს უხუცესი გეიმერი გახდა და გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა.

ორგანიზაციის ცნობით, მას თავისი YouTube არხი აქვს ფსევდონიმით Gamer Grandma (გეიმერი ბებია), რომელზეც ის სხვადასხვა თამაშების გავლის ვიდეოებს აქვეყნებს. მისი საყვარელი თამაშებია: Resident Evil 3, GTA 5, Call of Duty: Modern Warfare, Skyrim. მორის არხს 186 ათასი გამომწერი ჰყავს.

„როცა GTA 5-ს თამაშობ ვერ ჩერდები, თითქოს ფილმს უყურებ“, - ყვება მორი, რომელსაც ამ თამაშის გრაფიკა და სიუჟეტი ძალიან მოსწონს. მისივე თქმით, ის დღეში 7-8 საათს თამაშობს და გეიმერობით უკვე 38 წელია გატაცებული.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები