0 8 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მსოფლიოში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ 3 მილიონ 500 ათასს გადააჭარბა

 მსოფლიოში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ 3 მილიონ 500 ათასს გადააჭარბა. ბოლო მონაცემებით, რომელიც worldometers-ზეა გამოქვეყნებული, მათი რაოდენობა 3 მილიონ 526 ათასს აღწევს.

ამავე მონაცემებით, გარდაცვლილთა რაოდენობა 247 ათასს შეადგენს. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 1 მილიონ 143 ათასია.

 დღევანდელი მონაცემებით, კოვიდინფექციით გარდაცვლილთა რაოდენობით აშშ პირველ ადგილზეა, სადაც, ბოლო 24 საათის მონაცემებით, 524 ადამიანი გარდაიცვალა და მთლიანად მათი რიცხვი 67 968 ადამიანს შეადგენს; მეორე ადგილზე ესპანეთია, სადაც ბოლო დღე-ღამის მანძილზე გარდაცვალების 164 ფაქტი დაფიქსირდა და მათი საერთო რაოდენობა 25 264-ს აღწევს, მესამეზე კი იტალია 174 გარდაცვლილით, სადაც მთლიანობაში 28 884 ადამიანია გარდაცვლილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები