0 3 : 5 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ნანახი მაქვს მტკიცებულება, რომ კორონავირუსი უხანში მდებარე ლაბორატორიიდან გავრცელდა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას ნანახი აქვს მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ კორონავირუსი უხანში მდებარე ლაბორატორიიდან გავრცელდა.

თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე Fox News-ის ჟურნალისტმა, ჯონ რობერტსმა პრეზიდენტს კითხვა დაუსვა, აქვს თუ არა მას ნანახი მტკიცებულება, რომლის საფუძველზეც შეუძლია თქვას, რომ კორონავირუსი უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტიდან გავრცელდა.

„დიახ, ნანახი მაქვს. რაც შეეხება კონკრეტიკას, ვერ დავაკონკრეტებ, რადგან ამის თქმის უფლება არ მაქვს. უახლოეს მომავალში პასუხს მივიღებთ და ეს განსაზღვრავს ჩემს დამოკიდებულებას ჩინეთისადმი“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა. 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები