0 5 : 0 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ბორის ჯონსონი - პირველად შემიძლია დავადასტურო, რომ დაავადების პიკი გადავლახეთ, ახლა მნიშვნელოვანია, არ დავკარგოთ კონტროლი

 დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების შემდეგ პირველი პრესკონფერენცია გამართა.

როგორც ბორის ჯონსონმა განაცხადა, დიდმა ბრიტანეთმა კორონავირუსის ეპიდემიაში პიკი უკვე გადალახა. 

„დღეს პირველად შემიძლია დავადასტურო, რომ ჩვენ ამ დაავადების პიკი გადავლახეთ და ქვემოთ დავეშვით. ჩვენ ბევრი მიზეზი გვაქვს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში იმედიანად ვიყოთ. მე მომავალ კვირაში ყოვლისმომცველ გეგმას წარმოვადგენ იმის თაობაზე, თუ როგორ ავამუშაოთ ეკონომიკა, როგორ დავაბრუნოთ ბავშვები სკოლაში და ბაღში და როგორ მივიდეთ სამსახურებამდე და დასაქმების ადგილი გავხადოთ უსაფრთხო. ახლა უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ არ დავკარგოთ კონტროლი და მეორე, კიდევ უფრო დიდ მთას არ შევეჩეხოთ“, - განაცხადა ჯონსონმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები