0 6 : 5 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"როდესაც არ იცი სად განათავსო კუბოები, ისტორიის ისეთ ეტაპს გადიხარ, რომლიდანაც უკან ვერ დაბრუნდები" - იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუიჯი დი მაიო

 იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუიჯი დი მაიომ Sky News-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

 „როდესაც არ იცი სად განათავსო კუბოები, ისტორიის ისეთ ეტაპს გადიხარ, რომლიდანაც უკან ვერ დაბრუნდები. ცხოვრების ნორმალურ რიტმს მხოლოდ მაშინ დავუბრუნდებით, როდესაც ვაქცინა იქნება ხელმისაწვდომი. ვაქცინის მოსაპოვებლად კი ფართო საერთაშორისო თანამშრომლობა გვჭირდება. როდესაც ვაქცინას აღმოვაჩენთ, არ იქნება ფაზა ორი და სამი და შევძლებთ კვლავ ერთმანეთს ჩავეხუტოთ, როგორც ამას აქამდე ვაკეთებდით“, - განაცხადა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

  ლუიჯი დი მაიომ ვერ დააკონკრეტა გაიხსნება თუ არა ზაფხულისთვის იტალიის საზღვრები.

 „პროგნოზის გაკეთება ზაფხულისთვის საზღვრების გახსნაზე ამ ეტაპზე ნაადრევია. როგორც იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი, საზღვარგარეთ მყოფ იტალიელებს ვეუბნები: დარჩით, სადაც ხართ, ვინაიდან ამ ეტაპზე ინფიცირება უნდა შევაჩეროთ“, - დასძინა მან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები