1 4 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობების პირველივე ფანჯარა. მოქმედებისთვის დრო უფრო მეტი იყო 1 ან 2 თვის წინ“

მთავრობებმა უნდა შეწყვიტონ ძვირფასი დროის კარგვა კორონავირუსთან ბრძოლაში მას შემდეგ, რაც მათ პანდემიის პრევენციის შესაძლებლობა ხელიდან გაუშვეს. ამის შესახებ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) ხელმძღვანელმა განაცხადა.

“ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობების პირველივე ფანჯარა. მოქმედებისთვის დრო უფრო მეტი იყო 1 ან 2 თვის წინ“, - განაცხადა ტედროს გებრეიესუსმა.

მისივე თქმით, მსოფლიოს ახლა მეორე შანსი აქვს, ვინაიდან 150 ქვეყანას ჯერ დაინფიცირების 100-ზე ნაკლები შემთხვევა აქვს, ამიტომაც დრო ჯერ კიდევ არის მოსამზადებლად. ამასთან, ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებით, იმ ქვეყნებმა, რომლებმაც კარანტინი და იზოლაცია გამოაცხადეს, დრო მოიგეს იმისათვის, რომ უფრო აგრესიული ზომები მიეღოთ.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ექვსი პუნქტი ჩამოთვალა იმ ზომებისა, რაც ქვეყნებმა უნდა მიიღონ: 

  • გააფართოვონ, გაწვრთნან და განათავსონ საჭირო ადგილას ჯანდაცვის მუშაკები
  • აამუშავონ სისტემები საეჭვო შემთხვევების აღმოჩენისთვის
  • დააჩქარონ ტესტების წარმოება და გაზარდონ ხელმისაწვდომობა
  • მოიძიონ ინფრასტრუქტურა, რაც ჯანდაცვის ცენტრებად შეიძლება გადაკეთდეს
  • შეიმუშავონ გეგმები კარანტინისთვის
  • მთავრობამ რეფოკუსირება გააკეთოს ვირუსის ჩახშობაზე.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ეპიდემიოლოგის მარია ვან კერხოვის თქმით, ჯანდაცვის მუშაკები მთელი მსოფლიოს მასშტაბით დამცავი აღჭურვილობების დეფიციტს განიცდიან. ადამიანები, რომლებიც არ არიან ავად, არ სჭირდებათ პირბადეები და ექიმები არ უნდა დარჩნენ მათ გარეშე იმის გამო, რომ ქვეყნები მათ ასე მოიხმარენ.

"ეს მიუღებელია. ჯანდაცვის მუშაკების დაცვა უნდა იყოს მთავარი პრიორიტეტი", - აღნიშნა მან.

"თუ რამე გვასწავლა ამ პანდემიამ, არის ის, რომ ჩვენ გვჭირდება უფრო ძლიერი საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემები", - განაცხადა WHO-ს კიდევ ერთმა წარმომდგენელმა მაიკ რაიანმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...