0 9 : 2 3
 | 

მსოფლიო

ნათია ფანჯიკიძე: „რწმენას სასწაულის მოხდენა შეუძლია და ამაზე მეცნიერებაც არ დაობს...“

ფსიქოლოგი, ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში იმაზე წერს, თუ რა სასწაულის მოხდენა შეუძლია რწმენას და ასევე იმაზეც, რომ ამაზე მეცნიერებიც არ დაობენ. 

გთავაზობთ ნათია ფანჯიკიძის სტატუსს:

„რწმენას რომ სასწაულის მოხდენა შეუძლია, მეცნიერებაც არ დაობს, მედიცინაც აღიარებს ამ ფენომენს, უბრალოდ, როგორც მეცნიერებას სჩვევია, სხვანაირ სახელს არქმევს – პლაცებო და ნოცებო ეფექტი ჰქვია ადამიანის თვითგანკურნების ან თვითგანუკურნებლობის სასწაულს. სწორედ ამიტომ და არამარტო ამიტომ, მორწმუნე ადამიანს კი არ უნდა დასცინო, არამედ უნდა გშურდეს მისი. მთავარია, გავიგოთ, რომ მედიცინა და ჰიგიენა არ უპირისპირდება რწმენას. პლანეტის მოსახლეობა ბევრად უფრო ღრმადმორწმუნე იყო, პენიცილინის (ანტიბიოტიკის) გამოგონებამდე და მიუხედავად რწმენისა, მილიონობით ადამიანი იხოცებოდა სხვადასხვა ტიპის ეპიდემიის დროს. 

განუვითარებელი მედიცინის და ჰიგიენის საშუალებების არარსებობის პირობებში ადამიანის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა დაახლოებით 40 წელი იყო. ჩემმა საყვარელმა ფრენდმა, ნანემ Nane Sharashenidze კი გაიხსენა და თქვენც გემახსოვრებათ ისტორიული წყაროებიდან, რომ სწორედ სასწაულმოქმედ ხატებზე და ჯვრებზე საწამლავის წასმით კლავდნენ სამეფო კარზე დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს. ხატი, მიუხედავად იმისა, რომ მოპირკეთებული იყო ძვირფასი მეტალით, რომელიც ნამდვილად ნაკლებად იკარებს “ჭუჭყს”, ვერ ახერხებდა საწამლავის განეიტრალებას. 


მოკლედ, ბრაზის გარეშე სამსჯელოა ეს საკითხი. ბოლოს და ბოლოს ზიარების საიდუმლოში მთავარი “მოქმედი პირი” კოვზი ხომ არაა. და თუ კოვზია, ასეთი ვარიანტი არ გამოდგება, რომ სპეციალურად შევიძინოთ ვერცხლის კოვზები და ვაკურთხოთ კიდეც და მხოლოდ ზიარებისთვის გამოვიყენოთ?“

კომენტარები

მსგავსი სიახლეები