0 3 : 5 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"სოლეიმანი აქტიურად გეგმავდა ახალ თავდასხმებს..ის ცუდი ადამიანი იყო. სისხლს მოწყურებული ტერორისტი"

სოლეიმანი აქტიურად გეგმავდა ახალ თავდასხმებს და სერიოზულად უყურებდა ჩვენს საელჩოებს - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოჰაიოში მხარდამჭერებთან შეხვედრისას ირანელი გენერლის, ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაციის ოპერაციასთან დაკავშირებით განაცხადა. 

"სოლეიმანი აქტიურად გეგმავდა ახალ თავდასხმებს და სერიოზულად უყურებდა ჩვენს საელჩოებს, არა მხოლოდ ბაღდადში, მაგრამ ჩვენ ის შევაჩერეთ... ის ცუდი ადამიანი იყო. სისხლს მოწყურებული ტერორისტი, თუმცა, ახლა ტერორისტი აღარაა, ახლა მკვდარია. მაგრამ მაინც ვხედავ რადიკალურად მემარცხენე დემოკრატებს, რომლებიც ამ საშინელი ტერორისტის მოკვლის გამო აღშფოთებულები არიან... გასულ კვირას აშშ-მა კიდევ ერთხელ გადადგა მამაცური და გადამწყვეტი ნაბიჯი ამერიკელების სიცოცხლის გადასარჩენად და ამერიკული სამართლის დასამყარებლად", - განაცხადა ტრამპმა.   

კომენტარები

მსგავსი სიახლეები