რუსეთმა უკან უნდა წაიღოს აფხაზეთისა და ცხინვალის რ...
ევროპარლამენტარის მოწოდება პუტინის რუსეთს – მარინა კალიურანდი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება და ფიქრობს, რომ “რუსეთის ფედერაციამ უნდა შეასრულოს საერთაშორისო ვა...
|
თუ თქვენი სმარტფონის გამოყენებისას გაქვთ დისკომფორტი და ხვდებით, რომ გაკლიათ გარკვეული ფუნქციები, რომლებიც გაგიადვილებდათ მუშაოების პროცესს; ან თუნდაც ტელეფონიდან ფოტოებისა და ფაილების გადატანა პერსონალურ კომპიუტერში თქვენთვის დღითიდღე უფრო მომაბეზრებელია, სჯობს პირდაპირ სმარტფონის შეცვლაზე იფიქროთ.
HUAWEI მომხმარებელს რამდენიმე ეკრანის კოლაბორაციის ფუნქციას სთავაზობს, მოწყობილობასთან მუშაობის შედეგად ჩნდება მეტი შესაძლებლობები, კერძოდ, სმარტფონისა და პერსონალური კომპიუტერის დაკავშირების პროცესი მარტივდება და მუშაობა გაცილებით კომფორტული ხდება.
და მაინც, რომელ რეჟიმში ხორციელდება მრავალეკრანული კოლაბორაცია?
მომხმარებელი ყოველდღიურ რეჟიმში, ყველაზე ხშირად, ფაილების ინტერაქტიული გადაცემის რეჟიმს იყენებენ, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ფოტოების, ფაილებისა და ვორდის დოკუმენტების გაგზავნა. მრავალეკრანული კოლაბორაციის შემთხვევაში, დოკუმეტების გადატანა ლეპტოპებსა და HUAWEI-ს სმარტფონებს შორის გაცილებით მარტივად, ფაილის „აღებისა“ და „ჩაგდების“ საშუალებით ხდება (Drag&drop). აღსანიშნავია, რომ ტრანსფერები მყისიერია და გადაცემული ფაილის ზომაზე შეზღუდვები არ არსებობს.
სპეციალისტების გათვლებით, გავიდა ის დრო, როდესაც მომხმარებელს ლეპტოპისა და მობილური ტელეფონის დაკავშირებისას, გარკვეული სამუშაოების შესასრულებლად, მეტი ძალიასხმევა სჭირდებოდა, რაც ხელს უშლიდა მის პროდუქტიულობას. ამის ნაცვლად, დღეს უკვე გაცილებით მარტივად შეუძლია წვდომა სმარტფონზე პერსონალური MateBook-ის საშუალებით. HUAWEI-ს MateBook-ი, რომელიც აღჭურვილია Huawei Share OneHop-ით, მომხმარებელს, ანდროიდისა და windows-ის ოპერაციულ სისტემებს შორის უკაბელო კავშირს სთავაზობს. კავშირის დასამყარებლად, მხოლოდ უნდა შეეხოთ სმარტფონის ან MateBook-ის NFC არეალს. ამის შემდეგ, მომხმარებელს შეუძლია გადაიტანოს ან გააზიაროს კონკრეტული ფაილი ერთი მოწყობილობიდან მეორეზე, რომლის განხორციელებაც უმარტივესია.
ამავე დროს, მნიშვნელოვანია, რომ HUAWEI 35-ზე მეტი მოდელისთვის EMUI 10-ის განახლებას გეგმავს, რაც 150 მილიონამდე მომხმარებელს განახლებული და უკეთესი მახასიათებლების მქონე სისტემით სარგებლობის საშუალებას მისცემს. .
HUAWEI -ის მობილური სერვისების ეკოსისტემა სწრაფად განვითარდა და პროდუქტები და სერვისები ხელმისაწვდომია 170-ზე მეტ ქვეყანაში და გამოიყენება მსოფლიოს მოსახლეობის მესამედის მიერ. კომპანიამ უკვე მოიზიდა 1.07 მილიონზე მეტი რეგისტრირებული დეველოპერი მთელი მსოფლიოდან. მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს თექვსმეტი კვლევისა და განვითარების ცენტრი აშშ-ში, გერმანიაში, შვედეთში, რუსეთში, ინდოეთსა და ჩინეთში. HUAWEI Consumer BG არის HUAWEI სამი ბიზნეს ერთეულიდან ერთ-ერთი, მათ ძირითად მიმართულებას სმარტფონების, პერსონალური კომპიუტერების, ტაბლეტებისა და ქლაუდ სერვისების წარმოება წარმოადგენს. HUAWEI-ის გლობალური ქსელი ეყრდნობა ტელეკომუნიკაციის ბიზნესში 20 წლიან გამოცდილებას და ემსახურება მომხმარებლისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების შეთავაზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
ევროპარლამენტარის მოწოდება პუტინის რუსეთს – მარინა კალიურანდი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება და ფიქრობს, რომ “რუსეთის ფედერაციამ უნდა შეასრულოს საერთაშორისო ვა...
ამერიკელი ტელეწამყვანი, ლარი კინგი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. ლარი კინგის კარიერა 60 წელს ითვლის. აქედან 25 წლის განმავლობაში მას CNN-ზე საკუთარი გადაცემა მიჰყავდა და არაერთ ცნობილ ადამიანთან ჩ...
საპროტესტო აქციები, სლოგანით „თავისუფლება ნავალნის!“, რუსეთის ათობით ქალაქში მიმდინარეობს. ბერლინიდან მოსკოვში დაბრუნებული რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი, აეროპორტში 17 იანვ...
ევროპარლამენტარი ანდიუს კუბილიუსი საქართველოს სტრასბურგის სასამართლოში 2008 წლის ომის საქმეზე გამარჯვებას ულოცავს. ფორმულასთან ინტერვიუში ის ამბობს, რომ მთავარია, აიძულებენ თუ არა რუსეთში, სასამართლოს...
ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაციას ეხმაურება. „ლეიდი გაგას ვიდეოზე ბაიდენის ინაუგურაციაზე ამერიკის ჰიმნს რომ მღერის, ქართველები განიხილავენ, როგორ გასუქებულა. ითვლ...
აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 11 მილიონ მიგრანტს მოქალაქეობის მიღების 8-წლიან გეგმას შესთავაზებს. ამის შესახებ სააგენტო Associated Press-ი წერს. პროგრამა შეეხება პირებს, რომ...
საქართველოს ნატოს წევრობა სურს და რუსეთი ამას ვერ შეაჩერებს, ეს მხოლოდ საქართველოს და ალიანსის მოკავშირეების გადასაწყვეტია - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა პარიზის საერთაშორისო უნივერსიტეტის ...
იანვარი 2021 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები