1 2 : 1 9
 | 

მსოფლიო

პაკისტანში, მატარებელში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 60-მდე გაიზარდა

ჩამოტვირთვა

პაკისტანში, მატარებელში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 60-მდე გაიზარდა. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ათობით ადამიანი დაშავებულია, რომლებიც ახლომდებარე მედ-პუნქტებში გადაიყვანეს. როგორც ცნობილია, მატარებელს ცეცხლი მას შემდეგ გაუჩნდა, რაც მგზავრების მცდელობის დროს, საუზმე მოემზადებინათ, გადასატანი გაზქურა აფეთქდა.

ადგილობრივი სამართალდამცველების ინფორმაციით, დაღუპულთა რაოდენობა, შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს.

მედიის ცნობით, მატარებელი სამხრეთ ქალაქ კარაჩიდან რავალპინდში მიემგზავრებოდა. სავარაუდოდ, ვაგონები გადატვირთული იყო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები