0 5 : 5 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

აშშ-ი და თურქეთი შეთანხმდნენ, რომ სირიაში სამხედრო ოპერაცია შეწყდება

აშშ-ი და თურქეთი შეთანხმდნენ, რომ სირიაში სამხედრო ოპერაცია შეწყდება. ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ერთი კვირის წინ თურქული ძალები სირიაში შევიდნენ. ამ კვირის დასაწყისში პრეზიდენტმა ტრამპმა გადადგა გადამწყვეტი ნაბიჯი და მოუწოდა თურქეთს, შეაჩერონ ძალადობა და დათანხმდნენ მოლაპარაკებას. დღეს სიამაყით გატყობინებთ, პრეზიდენტ ტრამპის ძლიერი მმართველობის წყალობით და პრეზიდენტ ერდოღანთან და თურქეთთან აშშ-ის მტკიცე ურთიერთობის დამსახურებით, აშშ-ი და თურქეთი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. თურქული მხარე დააპაუზებს ოპერაციას, რათა ქურთების სახალხო შენაერთები უსაფრთხო ზონიდან გავიდნენ მომდევნო 120 საათის განმავლობაში. ხოლო ოპერაცია სრულად შეწყდება მას შემდეგ, რაც აღნიშნული ძალები გავლენ“, – განაცხადა მაიკ პენსმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები