0 0 : 4 7
 | 

მსოფლიო

,,ხვალიდან იწყება ეს პროცესი, მაგრამ ეს არ იქნება მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის პროცესი, ეს იქნება - ბიძინა ივანიშვილის სასამართლო პროცესი!"

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ხვალინდელ სასამართლო პროცესთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს:

ხვალ, თბილისის საქალაქო სასამართლოში, 11:00 საათზე ჩემი და ბადრი ჯაფარიძის სასამართლო პროცესი იწყება. საქმე, რომელსაც საფუძვლად ყოვლად აბსურდული ბრალდება, ე.წ. „ფულის გათეთრება“ დაედო.

ხვალიდან ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის მიერ მიტაცებულ სასამართლოში გადაინაცვლებს მისივე პირადი იურისტის, უდიპლომო გენერალური პროკურორის - შალვა თადუმაძის მიერ თეთრი ძაფით შეკერილი საქმე, რომელსაც არაფერი აქვს საერთო არც კანონთან, არც სამართალთან, არც საღ აზრთან!

ხვალიდან იწყება ეს პროცესი, მაგრამ ეს არ იქნება მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის პროცესი, ეს იქნება - ბიძინა ივანიშვილის სასამართლო პროცესი!

გეპატიჟებით ყველას - საერთაშორისო საზოგადოებას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიას, მოქალაქეებს, რათა იხილოთ როგორია ბიძინას სასამართლო და გაეცნოთ საქმეს, რომელიც კიდევ ერთხელ ახდის ფარდას ივანიშვილის მიერ შექმნილ ჭაობს, დალპობით რომ ემუქრება სახელმწიფოსაც და ამ სახელმწიფოში მცხოვრები ადამიანების მომავალსაც.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ - #ესდასრულდება!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:03

    აშშ-ი და თურქეთი შეთანხმდნენ, რომ სირიაში სამხედრო...

    აშშ-ი და თურქეთი შეთანხმდნენ, რომ სირიაში სამხედრო ოპერაცია შეწყდება. ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.„ერთი კვირის წინ თურქული ძალები ...

  • 09:56

    31 დაღუპული, 15 დაკარგული და 186 დაშავებული - დამ...

    ტაიფუნი "ჰაგიბისის" შედეგად, იაპონიაში მსხვერპლი  31-მდე გაიზარდა,  დაკარგულია 15  და  დაშავებულია 186 ადამიანი.მდინარეების ადიდების გამო დატბორილია რამდენიმე ქალაქი, მოსახლეობა ელ...

  • 15:11

    ტერაქტი გერმნაიაში ...

    გერმანიაში ქალაქ ლინბურგში სატვირთომ ქუჩაში გაჩერებულ ავტომობილებს გადაუარა. ინციდენტის შედეგად, 17 ადამიანი დაშავდა.გერმანიის მთავრობამ ინცინდენტს ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა.სატვირთო ავტომობილის მძღ...

  • 13:50

    ინდოეთში მაჰათმა განდის ფერფლი მოიპარეს...

    ინდოეთის ქალაქ რევაში მაჰათმა განდის ფერფლი მემორიალიდან მოიპარეს. აღნიშნული ფაქტი 2 ოქტომბერს, განდის 150-ე წლის იუბილეზე მოხდა. უცნობმა ადამიანებმა, რომლებიც სავარაუდოდ, ბოროტმოქმედები იყვ...

  • 22:36

    პუტინმა ერდოღანი ე.წ. ,,სტაკანჩიკის" ნაყინზე დაპ...

    თურქეთი რუსეთთან ერთობლივი სამხედრო წარმოებითაა დაინტერესებული. ამის შესახებ განცხადება რუსეთში ვიზიტისას თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გააკეთა.მისივე თქმით, სამხედრო წარმოების სფერო...

  • 10:54

    ამერიკელი სენატორი რუსეთში არ შეუშვეს...

    სამწუხაროდ, რუსეთის ოფიციალური პირები დიპლომატიურ თამაშებს აგრძელებენ - ამის შესახებ განცხადებას მისი პრესსამსახური ავრცელებს. ამერიკელმა რესპუბლიკელმა სენატორმა რონ ჯონსონმა განაცხადა, რომ მას რ...