0 4 : 4 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"მოვუწოდებთ ყველას, მოვიდეს 20 სექტემბერს პარლამენტთან და ხმამაღლა განაცხადოს საკუთარი პროტესტი რუსული ხელისუფლების წინააღმდეგ"

მოვუწოდებთ ყველას, მოვიდეს 20 სექტემბერს საქართველოს პარლამენტთან და ხმამაღლა განაცხადოს საკუთარი პროტესტი რუსული ხელისუფლების წინააღმდეგ - ამის შესახებ განცხადება, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა, სადაც „იმედის“ ეთერში გასულ სიუჟეტზე ისაუბრა და ტელეკომპანია რუსული ნარატივის გატარებაში დაადანაშაულა.

„მინდა გამოვეხმაურო „იმედის“ სიუჟეტს, რომელშიც ტელეკომპანია რუსული პროპაგანდისტული მეთოდების გამოყენებით თავს დაესხა ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ გმირს, სენატორ მაკკეინს, მაკკეინის ინსტიტუტის ხელმძღვანელობას და სხვა ყოფილ თუ მოქმედ ამერიკელ დიპლომატებს. ყველა ის ადამიანი, რომელიც თავდასხმის ობიექტი გახდა ამ სიუჟეტით, ასევე, ძალიან ხშირად არის თავდასხმის ობიექტი რუსეთის ტელეარხებზე. ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც ყველა ადმინისტრაციის პირობებში მხარს უჭერენ ჩვენი ქვეყნის რაც შეიძლება სწრაფად გაწევრიანებას ნატო-ში, გამოირჩევიან უკომპრომისო პოზიციით რუსეთის მიერ ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციის საკითხზე. სწორედ ამიტომ არიან ისინი სამიზნე რუსული პროპაგანდისტული საშუალებებისთვის, თუმცა, მათ ახლა დაემატა ქართული ერთ-ერთი ძირითადი ტელეარხი „იმედი“, რომელიც სიტყვა-სიტყვით იმეორებს რუსულ პროპაგანდისტულ გზავნილებს.

ტელეიმედი საკუთარი სიუჟეტით თავს ესხმის არა რომელიმე ამერიკელ დიპლომატს, ის თავს ესხმის ჩვენს ევროატლანტიკურ მომავალს და ეს ხდება იმ ფონზე, როცა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში თუ არ ვცდები პირველად, გუშინ ვიხილეთ აშშ-ის საელჩოსთან მრავალრიცხოვანი მიტინგი, რომელიც „ქართული ოცნების“ სატელიტმა „პატრიოტთა ალიანსმა“ გამართა. სწორედ ამიტომ, იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი არჩევანი გახდეს ქვეყანა ევროატლანტიკური სივრცის ნაწილი და ნატო-ს წევრი, მოვუწოდებთ, ყველა პოლიტიკურ პარტიას, საზოგადოებრივ მოძრაობას და მოქალაქეს, მოვიდეს 20 სექტემბერს, 19:00 საათზე საქართველოს პარლამენტთან და ხმამაღლა განაცხადოს საკუთარი პროტესტი რუსული ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელიც ამ ქვეყანას დაეპატრონა და საკუთარი მედიასაშუალებებით ცდილობს გზა-კვალი აუბნიოს საქართველოს მოქალაქეებს“,- განაცხადა სამადაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...