1 8 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„ვერ გამოვხატავ სიტყვებით, თუ რამდენად მნიშვნელოვნად მიაჩნია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეას ეს თანამშრომლობა, ეს მხარდაჭერა საქართველოსადმი"

ჩვენ დავბრუნდებით ლონდონში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე და ჩვენს ქვეყნებს მოვახსენებთ იმ პროგრესის შესახებ, რაც უკვე არსებობს - ამის შესახებ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, მედლინ მუნმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

„ვერ გამოვხატავ სიტყვებით, თუ რამდენად მნიშვნელოვნად მიაჩნია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეას ეს თანამშრომლობა, ეს მხარდაჭერა საქართველოსადმი, მისი გზისადმი ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. მსურდა, აქ უფრო ადრეც ვყოფილიყავი, მაგრამ სირთულეები იყო თვითონ დიდ ბრიტანეთში, რომელმაც შემაჩერა, მაგრამ როგორც მე ჩვენი შეხვედრის დროს აღვნიშნე, ეს დაყოვნება სარგებლიანიც აღმოჩნდა, რადგან ჩამოვიყვანე მაღალი რანგის კოლეგები თურქეთიდან, პორტუგალიიდან, ლატვიიდან. ჩვენ ვსაუბრობთ, ჩვენ ვუსმენთ, ჩვენ ვხედავთ, რა ხდება აქ. ჩვენ დავბრუნდებით ლონდონში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე ოქტომბერში და ჩვენს ქვეყნებს მოვახსენებთ იმ პროგრესის შესახებ, რაც უკვე არსებობს და რაც უნდა გადაიდგას, რადგან გზა დემოკრატიისაკენ არის გზა მუდმივად განვითარებადი, რადგან ვერასოდეს საბოლოოდ ვერ აღწევ დემოკრატიას. დემოკრატია ყოველთვის მიმდინარე პროცესია“, – განაცხადა მედლინ მუნმა.

მისი თქმით, დემოკრატიის პროცესში ყოველთვის არსებობს გამოწვევები.

„ეს არის რთული მაშინაც, როდესაც დიდი ხანია, ჩართული ხართ ამ პროცესში და განსაკუთრებით რთულია, როდესაც ახალი ხართ. მე მესმის იმედგაცრუებებიც, ხანდახან შეიძლება, მოგეჩვენოთ, რომ ცვლილებები ნელი ტემპით მიმდინარეობს, განსაკუთრებით ახალგაზრდებისათვის. მნიშვნელოვანია, რომ ტემპი არსებობს. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ცვლილებები ხდება აქ. მინდა, გითხრათ, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი კავშირები, ჩვენი თანამშრომლობა, ეს ურთიერთობები, რადგან როდესაც თქვენ ამ ოჯახის წევრი ხართ, ჩვენ აღარ მოგშორდებით. თქვენ კვლავ ამ ოჯახის წევრი ხართ და ჩვენ ვითხოვთ პასუხს იმ ფასეულობებსა და ღირებულებებზე, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, არამხოლოდ თქვენი ქვეყნისთვის. ვიცი, რომ საქართველო მონდომებულია, იყოს ამ ოჯახის მყარი და სრულუფლებიანი წევრი. ჩვენ ვუყურებთ ამ შეხვედრების პროგრამას და მსურს გითხრათ, რომ ეს არის არაჩვეულებრივად კარგი პროგრამა. ყველა შესაძლებლობა გახსნილია ჩვენთვის, რისი ნახვაც გვინდა, შესაძლებლობა გვეძლევა, ვნახოთ ყველაფერი. ეს არის უპირველესი მაგალითი ქვეყნისა, რომელიც მონდომებულია, რომელიც მზად არის, დემონსტრირება მოახდინოს თავისი ღიაობის, თავისი სურვილის, იყოს გამჭვირვალე. მადლობა ბატონო თავმჯდომარევ ამ პროგრამისთვის, რადგან სანამ დავიწყებდით ამ პროგრამას, ეს უკვე თვალნათელი გზავნილია თქვენი ღიაობის“, – განაცხადა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, მედლინ მუნმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...