ადამ კინზინგერი - საქართველო, დაამარცხე „ქართული ო...
დაიბრუნეთ თქვენი ქვეყანა კორუმპირებული ივანიშვილისგან, აშშ-ის მთავრობამ მას სანქციები უნდა დაუწესოს, - ამის შესახებ ყოფილი ამერიკელი კონგრესმენი, ადამ კინზინგერი სოციალურ ქსელში წერს. „ქართ...
|
ხვალ, 7 სექტემბერს, Check in Georgia-ს ფარგლებში, „ბლექ სი არენა" ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალს, სს "ქართული ლუდის კომპანიასთან" ერთად უმასპინძლებს.
ევროპული და ქართული ანსამბლების ერთობლივი კონცერტით, ფესტივალი საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივით უკვე მესამედ იმართება და ის 7 სექტემბერს გაიხსნება.
შეკვეთილში მდებარე „ბლექ სი არენაზე" მსმენელის წინაშე წარდგებიან ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები, საქართველოდან და უცხოეთიდან. საფრანგეთს (კორსიკა) – Spartimu წარმოადგენს, იტალიას (სარდინია) კი – Castelsardo.
საქართველოს სახელით მაყურებლის წინაშე წარდგებიან: „ბერმუხა“ (აჭარა); „შილდა“ (კახეთი); ტრიო „შალვა ჩემო“ (გურია); „რიჰო“ (სვანეთი); „ბასიანი“ და „ქართული ხმები“ (თბილისი); ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი; ბათუმის ენვერ ხაბაძის სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიული ანსამბლი - „ბათუმი“.
"ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალის მიზანია, ხელი შეუწყოს ქართული ფოლკლორის პოპულარიზაციასა და შენარჩუნებას. ჩვენც ჩვენის მხრივ პროექტში Check in Georgia-ს ფარგლებში ვართ ჩართულნი და გვინდა, რომ ქართველმა მსმენელმა ხარისხიანი მელოდიებს, ხმებს და შესრულებას მოუსმინოს. უნიკალური მრავალხმიანობის, სიმღერის, გალობის, ცეკვისა და ტრადიციების მქონე საქართველოს საშუალება ეძლევა, უმასპინძლოს განსხვავებული სტილისა და მანერის შემსრულებლებს. სს "ქართული ლუდის კომპანია" დაინტერესებულია, რომ მრავალხმიანობის სამშობლო - საქართველო - აქციოს ქართული და მსოფლიო ფოლკლორის მუდმივი შეხვედრისა და დაახლოების ადგილად. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ მსგავსი პროექტების მხარდაჭერას და ქართული კულტურის პოპულარიზაციაში ჩვენს წვლილს აუცილებლად შევიტანთ. მას ვისაც უნდა მოუსმინოს მრავალხმიან მელოდიებს ვეპატიჟებით 7 სექტემბერს „ბლექ სი არენაზე". აუცილებლად ესტუმრეთ 7 სექტემბერს შვილებთან ერთად „ბლექ სი არენას“, მით უმეტეს, რომ ბავშვებისთვის არენას ტერიტორიაზე სპეციალური კუთხეები გაქვს მოწყობილი", აცხადებს სს "ქართული ლუდის კომპანიის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ხათუნა მიქაცაძე.
„ბლექ სი არენასა” და სს "ქართული ლუდის კომპანიის" თანამშრომლობის ფარგლებში საკონცერტო დარბაზის ტერიტორიაზე სს "ქართული ლუდის კომპანიის" პროდუქციის - "ზედაზენისა" და სპეციალური საბავშვო კუთხეებია მოწყობილი, სადაც კონცერტზე დასასწრებად მისულ მაყურებელს ცივი გამაგრილებელი სასმელების მირთმევა და ბავშვების გართობა ერთდროულად შეუძლია.
თავის დროზე, სს "ქართული ლუდის" კომპანია ლუდისა და ლიმონათის სეგმენტში პირველი კომპანია იყო, რომელმაც „ბლექ სი არენასთან" თანამშრომლობისა და პროექტ Check in Georgia-ში ჩართვის სურვილი გამოთქვა და მას შემდეგ ამ თანამშრომლობას უკვე ტრადიციული სახე აქვს.
დაიბრუნეთ თქვენი ქვეყანა კორუმპირებული ივანიშვილისგან, აშშ-ის მთავრობამ მას სანქციები უნდა დაუწესოს, - ამის შესახებ ყოფილი ამერიკელი კონგრესმენი, ადამ კინზინგერი სოციალურ ქსელში წერს. „ქართ...
როგორც იცით, მე პროკურორი ვიყავი და საქმე ყველა სახის კრიმინალთან მქონია, ასე რომ, მე დონალდ ტრამპის ტიპაჟს ვიცნობ, - ამის შესახებ აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა უილმინგტონში საარჩევნო კ...
“ჩვენ გვინახავს რუსეთის არა მხოლოდ არაერთი მცდელობა, არამედ არჩევნებში პირდაპირი ჩარევა როგორც რეგიონში, ასევე მთელ მსოფლიოში და ყოველთვის ყურადღებით ვართ და ვაკვირდებით ამას. როგორც ჩვენგან არ...
„ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ გავაერთიანო დემოკრატიული პარტია და გავაერთიანოთ ჩვენი ერი, რათა დავამარცხოთ დონალდ ტრამპი და მისი ექსტრემალური პროექტი 2025-ის დღის წესრიგი. არჩევნებამდე გვაქ...
FBI-მ გამოაცხადა, რომ მამაკაცი, ვინც დონალდ ტრამპს ესროლა ბატლერში, პენსილვანიის შტატში, 20 წლის თომას მეთიუ კრუქსი იყო. ის მშობლებთან ერთად წყნარ გარეუბანში ცხოვრობდა და რესპუბლიკური პარტიის რეგისტრი...
ჯო ბაიდენმა ამერიკელ ხალხს მიმართა ყოფილი პრეზიდენტის, და რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატის დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით. პრეზიდენტმა ოვალურ კაბინეტში ჩაწერილ განცხა...
რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს. ხერსონის რეგიონული სამხედრ...
ივლისი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები