0 6 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რუსეთში ჩიტის დაჯახების შედეგად თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა - დაშავებულთა რაოდენობა 74-მდე გაიზარდა

ჩამოტვირთვა

რუსეთში ავარიული დაშვების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 74-მდე გაიზარდა, მათ შორის 19 ბავშვია. კომპანია "ურალის ავიახაზების" კუთვნილი სამგზავრო ლაინერი დღეს კატასტროფას შემთხვევით გადაურჩა. 

"ეარბას 321-ს" მოსკოვის ჟუკოვსკის აეროპორტიდან აფრენისთანავე თოლია შეეჯახა, რის შემდეგაც ერთ-ერთ ძრავს ხანძარი გაუჩნდა. ეკიპაჟმა თვითმფრინავი ავარიულად სიმინდის ყანაში დასვა.

ლაინერი რეისს მოსკოვი-სიმფეროპოლის მიმართულებით ასრულებდა, ბორტზე კი 226 მგზავრი და ეკიპაჟის 7 წევრი იმყოფებოდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები