1 3 : 1 6
 | 

მსოფლიო

რუსეთში მოღვაწე ხელოვანი ლამზირა ხაჭაპურიძე, გორში აღარ ჩამოვა

რუსეთში მოღვაწე ხელოვანი ლამზირა ხაჭაპურიძე, გორში აღარ ჩამოვა. ამის შესახებ "დიანიუსს" ფეშენ ვიკის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, იოსებ კავკავაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ხელოვანის გორში ვიზიტის გადადება, საქართველოში მიმდინარე პროცესებს უკავშირდება. ლამზირა ხაჭაფურიძე საერთაშორისო პროექტის, რეგიონ ფეშენ ვიკის სპეციალური სტუმარი იყო, რომელიც გორში 20, 21 და 22 ივლისს გაიმართება.

"საქართველოში შექმნილი ვითარების გამო, რომელიც დაკავშირებულია გავრილოვის ვიზიტთან, რუსეთის ოკუპანტმა პრეზიდენტმა ავია რეისები საქართველოს მიმართულებით შეზღუდა. ვინაიდან ქალბატონი ლამზირა გახლავთ რუსეთის მოქალაქე და ცხოვრობს იქ, სწორედ ამის გამო ვერ ჩამოდის საქართველოში. თუმცა მინდა გითხრათ რომ მოდის კვირეულს სხვა ქვეყნებიდან სტუმრობენ, მაგალითად, ბერლინიდან 4 ოფიციალური სტუმარი, ასევე სასომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან და პოლონეთიდან. ასევე მოლაპარაკებები იყო სხვა ქვეყნებთან თუმცა განვითარებული მოვლენების გამო ამ ეტაპზე მათი მხრიდან იყო თავშეკავება ვიზიტზე. მე მჯერა რომ კვირეული წარმატებით ჩაივლის. და ჩვენ ვიტყვით ჩვენ სათქმელს. მოგეხსენებათ , რომ "არა ოკუპაციას" ამ მოტივით დიზაინერები სპეციალურად ამ კვირეულისთვის შექმნილ ლუქებს უჩვენებენ. მჯერა რომ ჩვენ კიდევ ერთხელ მივაწვდით მსოფლიოს ხმას რომ რუსეთი ოკუპანტია და პუტინი უნდა შეჩერდეს. " -აცხადებს ფეშენ ვიკის ერთ-ერთი ორგანიზატორი, იოსებ კავკავაშვილი "დიანიუსთან" საუბრისას

ცნობისთვის, მოდის კვირეულის ფარგლებში, ხუთი უცხოელი და 15 ქართველი დიზაინერი მიიღებს მონაწილეობას. სოსო კავკავაშვილის განცხადებით, ადგილობრივ და უცხელ დიზაინერებს შორის ხუთი გორელია. დიზაინერები ჩვენებებს სამი დღის განმავლობაში, ახლად რეაბილიტირებულ გოგებაშვილის ქუჩაზე , ახალბაღში და გორის დრამატულ თეატრში, "ოკუპაციას და ერთიანობის" თემაზე გაიმართება. 
http://dianews.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:03

    აშშ-ი და თურქეთი შეთანხმდნენ, რომ სირიაში სამხედრო...

    აშშ-ი და თურქეთი შეთანხმდნენ, რომ სირიაში სამხედრო ოპერაცია შეწყდება. ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.„ერთი კვირის წინ თურქული ძალები ...

  • 09:56

    31 დაღუპული, 15 დაკარგული და 186 დაშავებული - დამ...

    ტაიფუნი "ჰაგიბისის" შედეგად, იაპონიაში მსხვერპლი  31-მდე გაიზარდა,  დაკარგულია 15  და  დაშავებულია 186 ადამიანი.მდინარეების ადიდების გამო დატბორილია რამდენიმე ქალაქი, მოსახლეობა ელ...

  • 15:11

    ტერაქტი გერმნაიაში ...

    გერმანიაში ქალაქ ლინბურგში სატვირთომ ქუჩაში გაჩერებულ ავტომობილებს გადაუარა. ინციდენტის შედეგად, 17 ადამიანი დაშავდა.გერმანიის მთავრობამ ინცინდენტს ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა.სატვირთო ავტომობილის მძღ...

  • 13:50

    ინდოეთში მაჰათმა განდის ფერფლი მოიპარეს...

    ინდოეთის ქალაქ რევაში მაჰათმა განდის ფერფლი მემორიალიდან მოიპარეს. აღნიშნული ფაქტი 2 ოქტომბერს, განდის 150-ე წლის იუბილეზე მოხდა. უცნობმა ადამიანებმა, რომლებიც სავარაუდოდ, ბოროტმოქმედები იყვ...

  • 22:36

    პუტინმა ერდოღანი ე.წ. ,,სტაკანჩიკის" ნაყინზე დაპ...

    თურქეთი რუსეთთან ერთობლივი სამხედრო წარმოებითაა დაინტერესებული. ამის შესახებ განცხადება რუსეთში ვიზიტისას თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გააკეთა.მისივე თქმით, სამხედრო წარმოების სფერო...

  • 10:54

    ამერიკელი სენატორი რუსეთში არ შეუშვეს...

    სამწუხაროდ, რუსეთის ოფიციალური პირები დიპლომატიურ თამაშებს აგრძელებენ - ამის შესახებ განცხადებას მისი პრესსამსახური ავრცელებს. ამერიკელმა რესპუბლიკელმა სენატორმა რონ ჯონსონმა განაცხადა, რომ მას რ...