2 3 : 5 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები მაისში საქართველოს მოქალაქის პასპორტს უფასოდ მიიღებენ

საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები მაისში საქართველოს მოქალაქის პასპორტს სრულიად უფასოდ მიიღებენ. ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, აქცია ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება.

„ჩვენ შარშან საკონსულოებში გვქონდა აქცია, საზღვარგარეთ მყოფი ჩვენი თანამემამულეებისთვის და პირადობის დამადასტურებელი ის დოკუმენტი, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია მათთვის – ეს არის არა პირადობის ელექტრონული მოწმობა, არამედ პასპორტი, გაიცემოდა 50 დოლარად. ეს არის ამ დოკუმენტის ღირებულების 70-პროცენტიანი ფასდაკლება და ამ აქციით 5000-მა პირმა ისარგებლა.

თუმცა, უკვე შემიძლია დავაანონსო, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღის თვეში – ანუ მაისში, მთელი ერთი თვე და იმედი მაქვს, საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერის, ჩვენი თანამემამულეებისთვის საქართველოს მოქალაქის პასპორტი გაიცემა უფასოდ – ეს არის კიდევ ერთი აქცია“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ამასთან, იუსტიციის მინისტრმა პარლამენტში გამოსვლისას კიდევ ერთი აქციის შესახებ ისაუბრა, რომელიც ქაღალდის უვადო პირადობის მოწმობის მქონე მოქალაქეებს შეეხება. მინისტრის თქმით, ის მოქალაქე, ვინც ქაღალდის უვადო პირადობის მოწმობას ფლობს, საქართველოს მოქალაქის პასპორტსა და პირადობის ელექტრონულ მოწმობას მიმდინარე წლის პირველი აპრილიდან პირველ მაისამდე სრულიად უფასოდ მიიღებს საქართველოში ასეთი სულ 401 000 მოქალაქეა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...