0 9 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ფარული და მწვავე დაპირისპირება გომელაურსა და გახარიას შორის - ვის ჩაძირვას ცდილობენ ლილუაშვილი და საბანაძე?

დიდი დაპირისპირება და ფარული ბრძოლა ორ ძალოვან უწყებას შორის. სუსი და შს სამინისტრო, დროსა და რესურსს არა თავიანთი ფუნქციების განხორციელებაზე, არამედ ერთმანეთთან ომზე ხარჯავენ.

სუსი ებრძვის შს სამინისტროს, კერძოდ გახარიას, გახარია ებრძვის სუსს, ხოჯევანიშვილის მეშვეობით. 

სუსის უფროსის მოადგილე ლილუაშვილი ცდილობს გომელაურის ჩაძირვასა და მისი ადგილის დაკავებას. 

შს მინისტრის პირველი მოადგილე საბანაძე კი გახარიას ემტერება - ფარულად. საბანაძე თავს შს მომავალ მინისტრად მიიჩნევს (ცოტა ხნის წინ მან ერთგვარი კონკურენტი თამაზ კუპატაძეც მოიშორა, რომელიც საპატრულო პოლიციის უფროსობიდან სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილემდე ჩამოაქვეითებინა).

ძალოვნებში არსებული ეს ერთგვარი აჯაფსანდალი და კარიერული ომი კი, ტრაგიკულად აისახება როგორც ქვეყნის უსაფრთხოებაზე, ისე კრიმინოგენურ მდგომარეობაზეც.

ძალოვნებს, ოლიგარქი ივანიშვილი ჯერ ერთმანეთს აპირისპირებს, შემდეგ კი, სათითაოდ და სხვადასხვა ფორმით იმორჩილებს. პრინციპით: გათიშე და იბატონე.

მაგალითად: სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი, მილიარდელის პირადი დაცვის ყოფილი უფროსი, ანზორ ჩუბინიძეა, რომელმაც ბოლო წლებში უკვე ორი სასახლის აშენება მოასწრო, დიდი ალბათობით ბიუჯეტის ფულით.

ამ უწყებას ექვემდებარება როგორც ქვეყნის უმაღლესი პირების (პრემიერის, პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარის, მინისტრების, პატრიარქის) დაცვა, ისე ზოგადად, სახელმწიფო უწყებების უსაფრთხოებაც.

შესაბამისად, ბატონმა ჩუბინიძემ და შესაბამისად, ბატონმა ბიძინამ, თუ მოისურვებენ, შეუძლიათ ზუსტად იცოდნენ როგორც ხელისულების (და არა მარტო) პირველი პირების გეგმების, გადაადგილებისა და შეხვედრების, ისე მათი კომუნიკაციის შესახებაც.

ამას გარდა, ივანიშვილის პირადი დაცვის ყოფილი წევრი, ვახტანგ გომელაური აკონტროლებს საქართველოს უსაფრთხოების სამსახურს, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკური პოლიცია.

ე.ი. ბატონი ბიძინა აკონტროლებს მოსმენებს, დაზვერვას, კონტრდაზვერვასა და ა.შ

უფრო მეტიც: ახლა უკვე, ბატონი ბიძინას უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გრიგოლ ლილუაშვილი აკონტროლებს თავად ვახტანგ გომელაურს, მას შემდეგ, რაც ის მერიიდან სუსში გადაიყვანეს.

ანუ, ბატონი ბიძინა არა მხოლოდ სუსს, არამედ მის უფროსს - გომელაურსაც „ადევნებს თვალს“.

თუმცა, ეს ყველაფერი არ არის... 

რამდენიმე თვის წინ, ივანიშვილმა, სუსის უფროსის პირველ მოადგილედ შსს-ს გენ ინსპექციის უფროსი ხოჯევანიშვილი დანიშნა.

ანუ, ოლიგარქმა, სუსს, არჩევნების პირველ ტურში განცდილი მარცხის გამო  „კონტროლის, კონტროლის კონტროლად“ გახარიას კადრი  მიუვლინა.

თუმცა, ოლიგარქი აკონტროლებს თავად გახარიასაც.

ასე მაგალითად:

შს მინისტრს, გიორგი გახარიას, ბატონმა ბიძინამ „ფხიზელი თვალი“ პირველ მოადგილედ დაუნიშნა -  კახაბერ საბანაძე.

ესეც არ იკმარა და გახარია-საბანაძის გასაკონტროლებლად მინისტრის მოადგილედ პირადი დაცვის ყოფილი წევრი, მერაბ მალანია „გადანიშნა“.

გამოდის რომ ბატონი ბიძინა, შს სამინისტროს ანუ ქვეყნის შიდა უსაფრთხოებას - მთელ პოლიციასაც აკონტროლებს.

და ეს კიდევ არ არის ყველაფერი...

ბატონმა ბიძინამ იზრუნა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის კონტროლზეც და იქ, ასევე მისი ბანკის ეკონომიკური უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი, მირიან მჭედლიშვილი დასვა.

ალბათ იკითხავთ, ბატონი ბიძინა ისედაც მთელ ხელისუფლებას აკონტროლებს და ეს „კონტროლის კონტროლი“ რაღა საჭიროაო, მაგრამ უნდა ვიცოდეთ რომ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი უსაფრთხოება და უსაფრთხოების უსაფრთხოებაა.

შესაბამისად, საქართველოს ძალოვან და საკვანძო სტრუქტურებში, ბიუჯეტის ანუ თითოეული ჩვენგანის ფულით, მილიარდელის პირადი დაცვის ყოფილი წევრები ან მათთან აფილირებული პირები ქმნიან ამინდსაც და საკადრო პოლიტიკასაც, რაც სოლოლაკის სასახლეს მშვიდი ძილის საშუალებას აძლევს.

და როცა ბატონი ბიძინა საკუთარი უსაფრთხოების პირამიდას აშენებს ხალხის ფულით, ხოლო გახარია და გომელაური ერთმანეთს ებრძვიან, საქართველოს მოქალაქეებისათვის ყოველდღიურობა სულ უფრო და უფრო გაუსაძლისი ხდება, უმუშევრობა იზრდება და ცხოვრება ძვირდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...