0 0 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თიბისი ბანკის ქუთაისის სათაო ფილიალში ლევან ხერხეულიძის ფოტოგამოფენა „Spirits” გაიხსნა

თიბისი ბანკის ქუთაისის სათაო ფილიალში ლევან ხერხეულიძის ფოტოგამოფენა „Spirits“ გაიხსნა. მუსიკოსი ირაკლი ჩარკვიანი, რეჟისორი გიო მგელაძე, დრამატურგი დავით გაბუნია, მწერალი ანა კორძაია-სამადაშვილი, მუსიკის კრიტიკოსი და ჟურნალისტი კახა თოლორდავა, მხატვარი იური ბერიშვილი, გამომცემელი და კრიტიკოსი მალხაზ ხარბედია, მწერალი არჩილ ქიქოძე - გამოფენა საზოგადოებისათვის ამ და სხვა კარგად თუ ნაკლებად ცნობილი 28 ადამიანის შავ-თეთრ პორტრეტს აერთიანებს.

ფოტოგრაფის თხოვნით ფოტოგმირებმა საკუთარი თავისა და ცხოვრების შესახებ თავიანთი დამოკიდებულება, ფიქრები და განწყობა რამდენიმე ფრაზით გადმოსცეს, რომლებიც ლევან ხერხეულიძემ ნამუშევრებს თან დაურთო.

სანამ ფოტოსერია “Spirits” საგამოფენო სივრცეებში გადაინაცვლებდა, მანამდე ლევან ხერხეულიძემ 11 წლის განმავლობაში შექმნილი პორტრეტები ამავე სახელწოდების ფოტოწიგნად გააერთიანა. ფოტოგრაფისთვის წიგნისა და გამოფენის მიზანი პორტრეტებზე აღბეჭდილი ადამიანების სულისა და განწყობის გადმოცემა იყო.

„ამ სერიას „Spirits” დავარქვი, ამ სიტყვის ქართული შესატყვისიდან მის არსს ყველაზე უკეთ ალბათ „სულიერი განწყობილება“ გადმოსცემს. ვეთანხმები ფოტოგრაფ ედვარდ შტაიხენს, რომელმაც თქვა, „ფოტოგრაფიის ამოცანაა, ადამიანს ადამიანი აუხსნას და ყოველ ადამიანს - თავისივე თავიო.“ მიყვარს ადამიანებზე დაკვირვება, იმ მომენტის მოხელთება, როდესაც ყველაზე უკეთ ჩანს მისი ბუნება; უფრო ზუსტად ის, რაც მხოლოდ მისია, რითიცაა უნიკალური ამ სამყაროში. 

ამაში შავ-თეთრი გამოსახულება ძალიან მეხმარება. არანაკლებ მნიშვნელოვანია ის გარემო, რომელშიც ვიღებ. ვფიქრობ, რაც მეტია ადამიანისა და გარემოს თანხვედრა, მით სრულყოფილია შედეგი. არსებობს მესამე კომპონენტიც - ჩემი განწყობა გადაღების მომენტში. მჯერა, ყველა ნამუშევარი ავტორის შინაგან სამყაროსაც გამოხატავს. ამიტომ ყოველი ფოტო ერთგვარი ავტოპორტრეტიცაა და იმის ასახვა, თუ როგორ ეძებს ფოტოგრაფი საკუთარ თავს სხვებში.“ - ლევან ხერხეულიძე.

ფოტოგამოფენა “Spirits” ქუთაისში 15 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება, 18 აგვისტოდან კი ბათუმში გადაინაცვლებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...