1 4 : 0 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თიბისი არტ გალერეაში გამოფენა „მამია მალაზონია - წიგნი“ გაიხსნა

თიბისი არტ გალერეა  ცნობილი ქართველის მხატვრის, მამია მალაზონიას ნამუშევების გამოფენას,  „მამია მალაზონია -წიგნი“ მასპინძლობს. გამოფენა მთლიანად ეძღვნება წიგნსა და წიგნის ხელოვნებას. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია არა მხოლოდ წიგნის ილუსტრაცია და გრაფიკული სერიები, არამედ სხვადასხვა დროს გამოცემული წიგნებიც, სადაც ქართველი მხატვრის დასურათებებია შესული. 

მამია მალაზონიას სახელი კარგადაა ცნობილი ქართული გრაფიკული ხელოვნების მკვლევართა, გამომცემელთა და ზოგადად, წიგნის მოყვარულთა წრეებში.  ის მუშაობს დაზგურ გრაფიკასა და წიგნის დასურათებაზე, თეატრის, კინოსა და ანიმაციური ფილმების მხატვრობაზე, მონუმენტურ ხელოვნებაში. 

საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მამია მალაზონიას გამართული აქვს15 პერსონალური გამოფენა, გაფორმებული აქვს 90-მდე სპექტაკლი, 16 მხატვრული და ანიმაციური ფილმი. მათ შორის: პოლიკარპე კაკაბაძის „კახაბერის ხმალი“ (რეჟ. გიგა ლორთქოფანიძე) და ავქსენტი ცაგარელის „ძველი ვოდევილები“ (რეჟ. ვასო გოძიაშვილი) - მარჯანიშვილის თეატრში, ავქსენტი ცაგარელის „ხანუმა“ (რეჟ. რობერტ სტურუა) -რუსთაველის თეატრში, „აბესალომ და ეთერი“ (რეჟ. გიზო ჟორდანია) ოპერისა და ბალეტის თეატრში. მხატვარსდასურათებული აქვს 40-მდე გამოცემა:”ცხოვრება იესო ქრისტესი”, „მათეს სახარება“, „ფსალმუნები“, რუსთაველის ”ვეფხისტყაოსანი”, სულხან-საბა ორბელიანის ”სიბრძნე სიცრუისა”, ბულგაკოვის „ოსტატი და მარგარიტა“, იბსენის „პერ გიუნტი“, ბოკაჩოს „დეკამერონი“, გოეთეს „ახალგაზრდა ვერთერის ვნებანი“ და სხვა. 

მამია მალაზონია სხვადასხვა ილუსტრაციის ავტორია შექსპირის, დანტეს, გოგოლის, ვიიონის, ნაბოკოვის, აპოლინერის ნაწარმოებებისათვის, ასევე ქართული და უცხოური ზღაპრებისათვის.მისი  ნამუშევრები ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმსა და ხელოვნების სასახლეში (საქართველო); ასევე, პუშკინის მუზეუმში, ტრეტიაკოვის გალერეაში, აღმოსავლეთის კულტურის სახელმწიფო მუზეუმში, ბახრუშინის მუზეუმსა და  ერმიტაჟში (რუსეთი);  კერძო კოლექციებში: საქართველო, საფრანგეთი, აშშ, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, რუსეთი, თურქეთი... 

თიბისი არტ გალერეაში მამია მალაზონიას ნამუშევრების ნახვა დამთვალიერებელს  2018 წლის 3 აგვისტომდე შეეძლება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:06

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს - დაზიანდა მინიმუმ 15 სა...

    რუსებმა ხერსონი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე პროკუდინი ავრცელებს.­ ხერსონის რეგიონული სამხედრ...

  • 14:56

    ,,არ იქნება დენი, საკვები, საწვავი" - ისრაელი ღაზი...

    ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა. „ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, ...

  • 13:15

    რამზან კადიროვმა 24 წლის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პ...

    ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი გახდა. ინიციატივა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის, რომელმაც წინადადება გაფართოებუ...

  • 22:28

    27 წლის ქართველი გოგო გერმანიაში ჯგუფურად გააუპატი...

    გერმანიაში ქართველი ქალის ჯგუფური გაუპატიურების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა - გერმანელმა პროკურორებმა შემზარავი დანაშაულის ახალი გარემოებები დაადგინეს. 27 წლის ქართველი გოგო ჯგუფურად მეუღლის თვალწი...

  • 17:57

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციე...

    ევროკავშირის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციების მოქმედების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება უკრაინის ...

  • 13:41

    ვოლოდიმირ ზელენსკი - არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, ...

    არის სიგნალი, რომ, შესაძლოა, რუსეთში კიდევ ერთი ამბოხება, რევოლუცია მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ბევრი ადამიანია...

  • 12:17

    თეთრი სახლი - არ გვინახავს ნიშანი, ხმამაღალი რიტორ...

    შეერთებულ შტატებს არ მიაჩნია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების საფრთხე „გარდაუვალია“, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდი...