1 4 : 3 2
 | 

მსოფლიო

ლეგენდარული თურქული ანსამბლი „ანატოლიის ცეცხლი“ საქართველოში ცეცხლოვან შოუს გამართავს

2017 წლის მიწურულს  ლეგენდარული თურქული ანსამბლი „ანატოლიის ცეცხლი“ (Anadolu Ateşi) საქართველოში ჩამოდის. ცეცხლოვანი შოუ 13-14 დეკემბერს, ბათუმის ხელოვნების  ცენტრში და 16-17 დეკემბერს თბილისის ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში გაიმართება. მნიშვნელოვანია, რომ ანსამბლის გასტროლი საქართველო-თურქეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის  25 წლის იუბილეს ეძღვნება. "ანატოლიის ცეცხლი" ქართულ სცენაზე მრავალსაუკუნოვან ისტორიას გააცოცხლებს!


ჯგუფი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 120 მოცეკვავეს აერთიანებს. „ანატოლიის ცეცხლი“ მსოფლიოს ყველაზე საუკეთესო სცენებსა და არენებზე იყო  წარმოდგენილი. კონცერტები მსოფლიოს 97 ქვეყანაში გაიმართა და  დღემდე მათი შოუ  40 მილიონმა მაყურებელმა ნახა.

 „ანატოლიას თურქეთის აზიურ ნაწილს ეძახიან, ამ პროექტის წყაროც, სწორედ, ანატოლიის ანტიკური მითოლოგიაა. პროექტი აერთიანებს ასობით ფოლკლორულ ცეკვასა და მუსიკას სხვადასხვა რეგიონიდან, რაც მას კიდევ უფრო უნიკალურს ხდის. შეიძლება ითქვას, რომ “ანატოლიის ცეცხლის“ მთავარი მიზანია დაანახოს სამყაროს სიყვარულის, კულტურის ისტორიისა და მშვიდობის ანატოლიური ანტიკური მოზაიკა,“ - ლეგენდარული თურქული ანსამბლის  უნიკალურობაზე, წარმატებებსა და  მის საქართველოში დაგეგმილ გასტროლებზე, კომპანია „SA Organization“-ის წარმატებულ საქმიანობაზე  გვესაუბრება    პროექტის ხელმძღვანელი სელაჰატინ ატალაი.

SA Organization საუკეთესოდ ასრულებს საკუთარ საქმიანობას და არაერთი წარმატებული პროექტი აქვს განხორციელებული - 200-ზე მეტი პროექტი 20 წლის განმავლობაში.  კომპანიამ საქმისადმი პროფესიონალური დამოკიდებულებით უკვე დაიმკვიდრა თავისი ნიშა. Selahattin Atalay-ს მიერ დაარსებულმა ორგანიზაციამ ამ წლების განმავლობაში წარმატებით განახორციელა დიდი საკონცერტო პროექტები. კერძოდ, კომპანიამ უკრაინაში, რუსეთში, ყაზახეთში, აზერბაიჯანში, კვიპროსი და სხვა ქვეყნებში დაუვიწყარი საკონცერტო პროექტები განახორციელა,   ისეთი  ცნობილი შემსრულებლებისათვის, როგორებიც არიან: İbrahim Tatlıses, Nilufer, Ajda Pekkan, Alişan, İngrid Alberini, İmagination, Anna Marria, Ruslana, Kayahan, Rafet El Roman, Grigori Leops, Kenan Dogulu, “Tararam”, “Shaman”, Celtic Legends და ა.შ. „ანატოლიის ცეცხლი“ კი   ერთ-ერთ საუკეთესო საცეკვაო ჯგუფია, რომელსაც  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების სცენებსა და  აქტივობებში მიუღია მონაწილეობა. ეს არის ჯგუფი, რომელმაც დაიმსახურა აღფრთოვანება მსოფლიოს საუკეთესო სცენებზე, როგორიც არის Madison Square Garden (ნიუ-იორკი), Chicago Theater (ჩიკაგო), Palais des congrès და Bercy Arena (პარიზი) Forest National (ბრიუსელი) და ა.შ.  

-         საკმაოდ რთულია დაგეგმო ასეთი გრანდიოზული კონცერტები უცხო ქვეყნებში,  მით უფრო რთულია ის წარმატებით განახორციელო, რაც კომპანიის მხრიდან საკმაოდ დიდ გამოცდილებასა და ძალისხმევას მოითხოვს...

-         თითოეული კონცერტისა და ფესტივალის წარმატება დამოკიდებულია არა მხოლოდ წარდგენილ შოუზე, არამედ კონცერტის დაგეგმვაზეც. დეკორაციები, ხმის ხარისხი და ლოკაცია კონცერტისთვის და ფესტივალისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. კონცერტის ორგანიზებისთვის ერთ ადამიანს არ შეუძლია პირობების შექმნა. ამის გასაკეთებლად საჭიროა პროფესიონალი გუნდი. ყველა თავის საქმეზე უნდა იყოს პასუხისმგებელი, რადგან ბევრი მუშაობაა საჭირო. საუკეთესო შედეგების მისაღწევად კი აუცილებელია, დაგეგმილი სამუშაოები ზედმიწვენით შეასრულო. "SA Organization“-მა  წარმატებული კონცერტების ყველა საიდუმლო იცის. ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს მსოფლიოს ცნობილ მომღერლებთან და უზრუნველვყოფთ სრულ ტექნიკურ მხარდაჭერას. ამიტომაც ცნობილი ვარსკვლავები დსთ-ს ქვეყნებიდან, ევროპიდან და თურქეთიდან ამჯობინებენ იმუშაონ ჩვენთან.  ჩვენ რეალობად ვაქცევთ  ყოველ ოცნებასა და იდეას, ჩვენს მიერ ორგანიზებული კონცერტები და ფესტივალები მაყურებელს დიდი ხნის განმავლობაში ემახსოვრება.

-         დავუბრუნდეთ საქართველოში დაგეგმილ შოუს, მოგვიყევით უფრო მეტი „ანატოლიის ცეცხლის“ შესახებ, საიდან წამოვიდა ჯგუფის შექმნის კონცეფცია?

-         დიდი საცეკვაო ჯგუფის კონცეფცია, რომელიც ანატოლიის ცეკვებს, თანამედროვე ცეკვასა და ბალეტს შეასრულებდა, მუსტაფა ერდოღანის დიდი ხნის ოცნება იყო. ერდოღანი ხელმძღვანელობდა ხალხური ცეკვის სტუდიას ბილკენტის უნივერსიტეტში (ანკარა). 1999 წელს მან ჩაუყარა საფუძველი ჯგუფს, მოცეკვავეების მიღების შესახებ განცხადებას, რომელიც ადგილობრივ გაზეთში გამოქვეყნდა და 750 ადამიანი გამოეხმაურა. მუსტაფამ 90 ადამიანი შეარჩია, რომლებმაც საკუთარ ფიზიკურ და საცეკვაო შესაძლებლობაზე მუშაობა მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ დაიწყეს. კოლექტივის პირველი წარმოდგენა 2001 წელს გაიმართა და ერთი წლის შემდეგ მსოფლიო საგასტროლო ტური სახელწოდებით "ანატოლიის ცეხლი" დაიწყო და დღემდე აგრძელებენ მწვერვალების დაპყრობას. მოცეკვავეთა შრომისმოყვარეობამ (8-16 საათი დღეში) შედეგი გამოიღო და ახლა ანატოლიის ცეცხლი მთელს მსოფლიოშია ცნობილი. პირველი მსოფლიო ტურნე  2002 წელს მოაწყვეს, იყვნენ ძალიან ბევრ ქვეყანაში.  ანატოლიის ცეცხლი არის პირველი საცეკვაო ჯგუფი, რომელმაც გამოსვლა ჩინეთის პარლამენტის შენობაში მოაწყო.

-         რამ განაპირობა წელს ჯგუფის საქართველოში სტუმრობა?

-         ჯგუფი, რომლის შესრულებამ მთელი მსოფლიო აღაფრთოვანა, წელს ბათუმსა და თბილისში კონცერტებს გამართავს.  ანსამბლის გასტროლი საქართველო-თურქეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის  25 წლის იუბილეს უკავშირდება. თურქეთის ელჩმა საქართველოში ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ მოგვიწვია. მათი დიდი სურვილია საქართველოში ამ იუბილესთან დაკავშირებით მოაწყონ ზეიმი და ეს ჯგუფი იყოს  მთავარი მონაწილე. შესაბამისად, კონცერტები თბილისში თურქეთის საელჩოს მხარდაჭერით გაიმართება. მოგეხსენებათ საქართველო, თურქეთი და აზერბაიჯანი ეს არის სამი მეგობრული ქვეყანა, გარდა პოლიტიკური და კულტურული ურთიერთობებისა მათ წარსულიც  აკავშირებს. ერთ-ერთ წარმატებულ და მნიშვნელოვან პროექტად შესაძლოა დავასახელოთ  ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის პროექტი. მსგავსი ღონისძიებებით ეს ქვეყნები კიდევ  უფრო დაუახლოვდებიან ერთმანეთს. აუცილებელია ქვეყნებს შორის დიპლომატიური და მეგობრული ურთიერთობები კიდევ უფრო ჩამოყალიბდეს და გამყარდეს.

-         რატომ მაინცდამაინც მოცეკვავეთა ჯგუფი „ანატოლიის ცეცხლი“ ?

-         კავკასიელებს ცეკვა უყვართ ძალიან. ცეკვას ენა არ გააჩნია. გარდა ამისა, ჯგუფში ქართველი მოცეკვავეებიც მონაწილეობენ, ისინი დღეს ჩვენი მეგობრები არიან.  შესაბამისად, აღნიშნული პროექტი ქართველებისთვის საინტერესო იქნება.

-         თქვენ როგორც საპროდიუსერო კომპანიას, საქართველოში თუ გაქვთ გრძელვადიანი გეგმები?

-         ზაფხულში, „ბლექ სი არენაზე“ დაგეგმილი გვაქვს 2 უზარმაზარი პროექტი. ამ ეტაპზე დეტალებს ვერ გაგაცნობთ. ჯერჯერობით საიდუმლოა. საქართველოში უყვართ მუსიკა, ხელოვნება. თითოეული ქართველი პროფესიონალი მაყურებელია, ისინი უმაღლეს დონეზე აფასებენ, მათ გენებშია კულტურა. ჩვენთვის მათი აზრი მნიშვნელოვანია.  ქართული ცეკვა ძლიერია. ჩვენი პროექტი კი არის  მიქსი, რომელშიც შერწყმულია სხვადასხვა კავკასიური ცეკვები, შესაბამისად, შოუ უფრო ფერადი და მრავალფეროვანი გამოდის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 15:30

    წარწერა პირველი ლედის ქურთუკზე - მელანია ტრამპი ...

    მელანია ტრამპი მსოფლიო ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა.ამერიკის პირველი ლედი ტეხასის ბავშვთა თავშესაფარშს ესტუმრა, სადაც აშშ-ში მიგრანტი ბავშვები მოინახულა. დასავლური ტაბლოიდების ყურადღება...

  • 10:50

    კიევის სასამართლო დღეს უკრაინის პრეზიდენტის წინააღ...

    კიევის სასამართლო დღეს უკრაინის პრეზიდენტის წინააღმდეგ მიხეილ სააკაშვილის სარჩელს განიხილავს - ინფორმაციას ამის შესახებ პარტია "ახალი ძალების მოძრაობის" პრეს-სამსახური ავრცელებს.საკასაციო ადმინის...

  • 14:49

    სასულიერო პირმა ნათლობის დროს ატირებულ ბავშვს სილ...

    საფრანგეთის ერთ-ერთ  ეკლესიაში მომხდარმა ფაქტმა საზოგადოების მღელვარება გამოიწვია.ნათლობის დროს სასულიერო პირმა მცირეწლოვან ბავშვს სახეში სილა გააწნა, მხოლოდ იმის გამო რომ მოზარდი ხმამაღლა ტიროდა...

  • 11:15

    სტოლტენბერგმა რუსეთს აგრესიული ქმედებები შეახსენა...

    ომი საქართველოს წინააღმდეგ და მიმდინარე კონფლიქტი უკრაინაში - ნატოს გენერალურმა მდივანმა რუსეთი აგრესიული ქმედებების მაგალითად კიდევ ერთხელ მოიყვანა."დოიჩე ველესთან" ინტერვიუში იენს სტოლტენბერგმა განა...

  • 17:18

    ასე დასრულდა "სელფი" 10 მეტრიან პითონთან...

    პითონმა ტყის მცველის დახრჩობა სცადა.  დიდი ძალისხმევის შემდეგ, მამაკაცმა თავის ყელზე შემოხვეული გველისგან თავი დაიხსნა.10 მეტრი სიგრძის პითონი მას შემდეგ გაბრაზდა, რაც მასთან სელფის გადაღება...

  • 17:28

    ტრამპი ხუმრობის ხასიათზეა, მაგრამ კიმი... - ამ ვი...

    ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის შეხვედრა შედგა. ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრა მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოექცა.შეხვედრის ერთ- ერთი ...

  • 17:09

    დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის ისტორიული ხელის ჩ...

    ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა ისტორიული სამიტის დასრულების შემდეგ კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღების შესახებ შეთან...