0 4 : 4 7
 | 

მსოფლიო

კახა კალაძე დღეიდან მერის უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა

დედაქალაქის მერი კახა კალაძე დღეიდან, მერის უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა. კახა კალაძე თბილისის მერიაში 08:30 საათზე მივიდა, სადაც უკვე ყოფილი მერი დავით ნარმანია დახვდა. 

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, მერიის თანამშრომლებთან ერთად, იმ პრობლემების დაძლევას შეძლებს, რომელიც დღეს ქალაქში არსებობს.

 „ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩემს ცხოვრებაში. დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ, რომ ჩვენი ქვეყნის დედაქალაქის არჩეული მერი ვარ. ამავდროულად, კარგად მაქვს გათვითცნობიერებული, თუ რამხელა პასუხისმგებლობაა ეს ყველაფერი, თუ რამდენია სამუშაო და შესაბამისად, გუნდთან ერთად, შევძლებთ იმ პრობლემების მოგვარებას, რომელიც დღეს ქალაქისთვის აქტუალურია“, - განაცხადა თბილისის მერმა. 

კახა კალაძე მერიის თანამშრომლებს გაესაუბრა, წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება. დედაქალაქის ყოფილმა მერმა კი, კახა კალაძეს ქალაქის განვითარებისთვის სასიკეთო პროექტების განხორციელება უსურვა. დავით ნარმანიას მიაჩნია, რომ ახალი მერი პრობლემების მოსაგვარებლად ყველაფერს სათანადოდ გააკეთებს. 

„დღეიდან ახალი მერი ოფიციალურად შეუდგა საქმიანობას და თბილისის მერია გადაიბარა. მინდა მას წარმატებები ვუსურვო და ის, რომ ჩვენი ქალაქისთვის სასიკეთო პროექტი განახორციელოს, რაც პირადად ჩემთვის და თითოეული ჩვენი თანაქალაქელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 15:30

    წარწერა პირველი ლედის ქურთუკზე - მელანია ტრამპი ...

    მელანია ტრამპი მსოფლიო ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა.ამერიკის პირველი ლედი ტეხასის ბავშვთა თავშესაფარშს ესტუმრა, სადაც აშშ-ში მიგრანტი ბავშვები მოინახულა. დასავლური ტაბლოიდების ყურადღება...

  • 10:50

    კიევის სასამართლო დღეს უკრაინის პრეზიდენტის წინააღ...

    კიევის სასამართლო დღეს უკრაინის პრეზიდენტის წინააღმდეგ მიხეილ სააკაშვილის სარჩელს განიხილავს - ინფორმაციას ამის შესახებ პარტია "ახალი ძალების მოძრაობის" პრეს-სამსახური ავრცელებს.საკასაციო ადმინის...

  • 14:49

    სასულიერო პირმა ნათლობის დროს ატირებულ ბავშვს სილ...

    საფრანგეთის ერთ-ერთ  ეკლესიაში მომხდარმა ფაქტმა საზოგადოების მღელვარება გამოიწვია.ნათლობის დროს სასულიერო პირმა მცირეწლოვან ბავშვს სახეში სილა გააწნა, მხოლოდ იმის გამო რომ მოზარდი ხმამაღლა ტიროდა...

  • 11:15

    სტოლტენბერგმა რუსეთს აგრესიული ქმედებები შეახსენა...

    ომი საქართველოს წინააღმდეგ და მიმდინარე კონფლიქტი უკრაინაში - ნატოს გენერალურმა მდივანმა რუსეთი აგრესიული ქმედებების მაგალითად კიდევ ერთხელ მოიყვანა."დოიჩე ველესთან" ინტერვიუში იენს სტოლტენბერგმა განა...

  • 17:18

    ასე დასრულდა "სელფი" 10 მეტრიან პითონთან...

    პითონმა ტყის მცველის დახრჩობა სცადა.  დიდი ძალისხმევის შემდეგ, მამაკაცმა თავის ყელზე შემოხვეული გველისგან თავი დაიხსნა.10 მეტრი სიგრძის პითონი მას შემდეგ გაბრაზდა, რაც მასთან სელფის გადაღება...

  • 17:28

    ტრამპი ხუმრობის ხასიათზეა, მაგრამ კიმი... - ამ ვი...

    ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის შეხვედრა შედგა. ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრა მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოექცა.შეხვედრის ერთ- ერთი ...

  • 17:09

    დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის ისტორიული ხელის ჩ...

    ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა ისტორიული სამიტის დასრულების შემდეგ კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღების შესახებ შეთან...