2 2 : 1 1
 | 

მსოფლიო

- „ვისოლ ჯგუფი“ ბათუმში „ვენდისა“ და „დანკინ დონატსის“ ამერიკულ რესტორნებს ხსნის

დღეს, 27 ივლისს, 18:00 საათზე „ვისოლ ჯგუფი” ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე (ყოფილი მანქანათმშენებლის ტერიტორია) შვილობილი კომპანია ‘ემ პე დეველოპმენტის“ სავაჭრო ცენტრში „ვენდისა“ და „დანკინ დონატსის“ ამერიკულ რესტორნებს ხსნის.  ახალგახსნილი რესტორნები „ვენდისთვის“ მე-10, ხოლო „დანკინ დონატსისთვის“  მე-19 ობიექტია. მიმდინარე წლის ბოლომდე „ვისოლ  ჯგუფი” ამერიკული რესტორნების ქსელს კიდევ გააფართოებს და  ქუთაისში დამატებით ორ ობიექტს გახსნის და ჯამში 150 - მდე ადამიანს დაასაქმებს.

ახალი რესტორნის გახსნასთან ერთად „ვენდიმ“ სიურპრიზი მოამზადა და ამიერიდან მომხმარებელს ახალ „საოჯახო მენიუს“ შესთავაზებს, რომელიც  რესტორანში ოჯახების სტუმრობას ყველასათვის ხელმისაწვდომს გახდის. გახსნის საზეიმო ცერემონიალის სტუმრებს სპეციალური შეთავაზებები, შთამბეჭდავი „დრამ სქულის“ შოუ, Funbus-ის ანიმატორების მხიარული სანახაობა, ილუზიონისტის პერფორმანსი და გემრიელი სიურპრიზი ელის.

„ვენდის“ და „დანკინ დონატსის“ რესტორნები ბათუმში მომხმარებლებს 24 საათიან რეჟიმში უმასპინძლებს. ბათუმის „ვენდის“ Drive-thru მომსახურება კი სტუმრებს  შესაძლებლობას მისცემს მანქანიდან გადმოუსვლელად, თან გააყოლონ და დააგემოვნონ „ვენდის“ უგემრიელესი კერძები, ფროსტის დესერტები, ყავა და გამაგრილებელი სასმელები.

„ვისოლ ჯგუფმა“ ამერიკული რესტორნების უმსხვილეს ოპერატორთან “დანკინ დონატსთან” ფრანჩაიზინგის ექსკლუზიურ ხელშეკრულებას ხელი 2014 წელს მოაწერა. „ვენდის“ ამერიკული რესტორნების ქსელის განვითარება კი „ვისოლ ჯგუფმა“ 2013 წელს დაიწყო.  „მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივის  ფარგლებში 2015 წლის დეკემბრიდან ამერიკული რესტორნების ქსელმა „ვენდიმ“ და „დანკინ დონატსმა“ იმპორტირებული პროდუქტები ქართული პროდუქტებით ჩაანაცვლა და მომხმარებელს ახლა უკვე ქართული პროდუქტებით დამზადებულ  ყოველდღიურად ახალ, მაღალი ხარისხის, უგემრიელეს კერძებს სთავაზობს. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 10:55

    ტრამპი : "თუ პუტინთან ურთიერთობებს ვერ დავალაგებ, ...

    აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტელეარხ CNBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ  თუ ის  პუტინთან ურთიერთობებს ვერ დაალაგებს, მაშინ მისი ყველაზე ცუდი მტერი გახდება„ჩემი მიდგომა რუს...

  • 15:23

    დონალდ ტრამპისა და და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა შე...

    დონალდ  ტრამპი და ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს ფინეთის პრეზიდენტის სასახლეში შეხვდნენ. აშშ-სა და რუსეთის სახელმწიფოების მეთაურები ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ, დახურული შეხვედრა 90 წუთის განმავლ...

  • 23:36

    მსოფლიო ჩემპიონი საფრანგეთის ნაკრები გახდა...

    ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული საფრანგეთის ნაკრები გახდა. გადამწყვეტ მატჩში ფრანგებმა ხორვატია ანგარიშით 4:2 დაამარცხეს. ფინალი მოსკოვში, ლუჟნიკის სტადიონზე გაიმართა. პირველი გოლი ფრა...

  • 23:16

    პუტინის ქოლგა -,,ყველა შეიძლება დასველდეს მის გარდ...

    რუსეთში, მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ფეხბურთელების დაჯილდოებისას, მაყურებლების ყურადღება  მიიპყრო რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა.წვიმის დაწყებისას  ქოლგა მხოლოდ ვლადიმერ პუ...

  • 12:25

    ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და საოცარი ადგილი მთელ მსო...

    ტიბეტის Larung Gar-ი არის ყველაზე დიდი ბუდისტური უნივერსიტეტი მსოფლიოში. ჩინეთში მდებარე ამ ულამაზეს ადგილას 40 000- ზე მეტი ბერი და მონაზონი ცხოვრობს. Larung Gar  იგივე Larung Valley მსოფლიოს...

  • 15:31

    Johnson's Baby-ს პუდრა კიბოს აჩენს - 22 ქალის საჩ...

    კომპანია ჯონსონ & ჯონსონ -ს  22 დაზარალებული ქალბატონისთვის  4.7 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა.დაზარალებულების მტკიცებით, ჯონსონის პროდუქციის გამოყენების შემდეგ საკვერცხეების კიბო დაე...

  • 16:09

    30 წამში გაქურდული "Apple"-ის მაღაზია - წაღებულია...

    კალიფორნიაში მდებარე "Apple"-ის მაღაზია ოთხმა მამაკაცმა 30 წამში გაქურდა.  წაღებულია 27 000 დოლარის პროდუქცია. მძარცველებს, რომლებსაც კაპიუშონიანი მოსაცმელები ეცვათ მაღაზიაში იმ დროს შევარდნ...