2 2 : 1 6
 | 

მსოფლიო

„თიბისი კაპიტალმა“ კომპანია „ნიკორას“ 10 მილიონი დოლარის ობლიგაციების განთავსება განახორციელა

ჩამოტვირთვა

რამდენიმეთვიანი ერთობლივი მუშაობის შემდეგ „თიბისი კაპიტალმა“ კომპანია „ნიკორას“ ობლიგაციების განთავსება წარმატებით დაასრულა. ობლიგაციების მოცულობა 10 მილიონი აშშ დოლარია. ფასიანი ქაღალდების ადგილობრივ ბაზარზე  ეს არის არაფინანსური ჯგუფის კომპანიის ყველაზე მსხვილი განთავსება ამ დროისათვის.

„ნიკორას“ ობლიგაციების ვადა 2 წელია, საპროცენტო სარგებელი წლიური 9%. ინვესტორების მოძიება, დაინტერესება და ობლიგაციების მიწოდება „თიბისი კაპიტალმა“ განახორციელა. „თიბისი კაპიტალმა“, პროექტზე მუშაობის პერიოდში  კომპანიის დაფინანსების და ბაზრის მოთხოვნები სიღრმისეულად შეისწავლა, რის საფუძველზეც მოხდა ობლიგაციების რაოდენობისა და ფასის განსაზღვრა.

„საქართველოს ბაზრისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ემისია  და მოხარული ვართ, რომ ჩვენი შვილობილი კომპანიის დახმარებით ეს შეთავაზება წარმატებით და ეფექტურად შედგა,“- განახცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ. 

 „კმაყოფლი ვართ, რომ კომპანიას ამ მასშტაბის განთავსებაში ეფექტურად დავეხმარეთ. ვფიქრობთ, რომ ინვესტორების დიდი დაინტერესება განპირობებული იყო კომპანია „ნიკორას“ მრავალწლიანი ისტორიით, კვების პროდუქტების წარმოებისა და საცალო გაყიდვების ბაზარზე მისი წამყვანი პოზიციით და ობლიგაციების სწორად განსაზღვრული  ფასით. ვთვლით, რომ ამ მასშტაბის განთავსება ხელს უწყობს ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის გაფართოებას და მომავალში სხვა კომპანიების გააქტიურებას ფასიანი ქაღალდების ბაზარზე,“ - განაცხადა თიბისი ბანკის დირექტორის მოადგილემ, გიორგი თხელიძემ. 

„მოხარული ვართ, რომ ჩვენი ობლიგაციების გამოშვება ისევ წარმატებით დასრულდა. კომპანიას მსგავსი გამოცდილება წარსულშიც ჰქონდა - გასულ წელს სს „ნიკორას“ ჰოლდინგში შემავალი სუპერმარკეტების ქსელმა 5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ობლიგაციები გამოუშვა. ახალი ობლიგაციების გამოშვება დაგვეხმარება, მეტად მოქნილები ვიყოთ ფინანსურად და მოზიდული რესურსების დივერსიფიკაცია მოვახდინოთ,“- განაცხადა კომპანია „ნიკორას“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბოქოლიშვილმა.

 „თიბისი კაპიტალი“ თიბისი ბანკის შვილობილი კომპანიაა, რომელიც საკონსულტაციო, კვლევით და საბროკერო საქმიანობას ეწევა. „თიბისი კაპიტალი“ აქტიურ როლს ასრულებს საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარებაში, ვინაიდან ის ეხმარება ინსტიტუციურ და სტრატეგიულ ინვესტორებს, გამოიყენონ საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები და მეორე მხრივ, სთავაზობს ქართულ კომპანიებს მათზე მორგებულ სხვადასხვა ფინანსურ გადაწყვეტებს. „თიბისი კაპიტალი“ 1999 წელს დაარსდა და 2015 წლამდე კონცენტრირებული იყო საბროკერო  საქმიანობაზე. 2015 წლიდან მას დაემატა კვლევითი და კორპორაციული საკონსულტაციო საქმიანობა, რითიც კომპანია გარდაიქმნა საინვესტიციო ბანკად.

„ნიკორა“ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კვების პროდუქტების მწარმოებელია. ის 1998 წლიდან ოპერირებს. ამჟამად, კომპანიის ჰოლდინგში ხორცპროდუქტების, ნახევარფაბრიკატების, თევზეულის, რძის ნაწარმის, ნაყინის, პურ-ფუნთუშეულის, სალათების, გაყინული საკონდიტრო პროდუქციის საწარმოები და საქართველოში  ყველაზე მრავალრიცხოვანი სუპერმარკეტების ქსელია გაერთიანებული.

„ნიკორა“ ერთ -ერთი პირველია ქართული კვების პროდუქტების მწარმოებელ კომპანიებს შორის, ვინც მრავალი წელია ფლობს ISO 9001 : 2008; ISO 22000 : 2005 – НАССР სერტიფიკატებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 10:55

    ტრამპი : "თუ პუტინთან ურთიერთობებს ვერ დავალაგებ, ...

    აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტელეარხ CNBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ  თუ ის  პუტინთან ურთიერთობებს ვერ დაალაგებს, მაშინ მისი ყველაზე ცუდი მტერი გახდება„ჩემი მიდგომა რუს...

  • 15:23

    დონალდ ტრამპისა და და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა შე...

    დონალდ  ტრამპი და ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს ფინეთის პრეზიდენტის სასახლეში შეხვდნენ. აშშ-სა და რუსეთის სახელმწიფოების მეთაურები ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ, დახურული შეხვედრა 90 წუთის განმავლ...

  • 23:36

    მსოფლიო ჩემპიონი საფრანგეთის ნაკრები გახდა...

    ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული საფრანგეთის ნაკრები გახდა. გადამწყვეტ მატჩში ფრანგებმა ხორვატია ანგარიშით 4:2 დაამარცხეს. ფინალი მოსკოვში, ლუჟნიკის სტადიონზე გაიმართა. პირველი გოლი ფრა...

  • 23:16

    პუტინის ქოლგა -,,ყველა შეიძლება დასველდეს მის გარდ...

    რუსეთში, მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ფეხბურთელების დაჯილდოებისას, მაყურებლების ყურადღება  მიიპყრო რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა.წვიმის დაწყებისას  ქოლგა მხოლოდ ვლადიმერ პუ...

  • 12:25

    ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და საოცარი ადგილი მთელ მსო...

    ტიბეტის Larung Gar-ი არის ყველაზე დიდი ბუდისტური უნივერსიტეტი მსოფლიოში. ჩინეთში მდებარე ამ ულამაზეს ადგილას 40 000- ზე მეტი ბერი და მონაზონი ცხოვრობს. Larung Gar  იგივე Larung Valley მსოფლიოს...

  • 15:31

    Johnson's Baby-ს პუდრა კიბოს აჩენს - 22 ქალის საჩ...

    კომპანია ჯონსონ & ჯონსონ -ს  22 დაზარალებული ქალბატონისთვის  4.7 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა.დაზარალებულების მტკიცებით, ჯონსონის პროდუქციის გამოყენების შემდეგ საკვერცხეების კიბო დაე...

  • 16:09

    30 წამში გაქურდული "Apple"-ის მაღაზია - წაღებულია...

    კალიფორნიაში მდებარე "Apple"-ის მაღაზია ოთხმა მამაკაცმა 30 წამში გაქურდა.  წაღებულია 27 000 დოლარის პროდუქცია. მძარცველებს, რომლებსაც კაპიუშონიანი მოსაცმელები ეცვათ მაღაზიაში იმ დროს შევარდნ...

  • 16:14

    "დონალდ ტრამპთან არაჩვეულებრივი საუზმე მქონდა, თან...

    დონალდ ტრამპთან არაჩვეულებრივი საუზმე მქონდა, თანაც აშშ-ს სახსრებით, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განუცხადა. როგორ ჩაიარა საუზმემ? - ამ კითხვით სტოლტ...

  • 16:34

    18-დღიანი ტყვეობა დასრულდა - ტაილანდში, მღვიმიდან ...

    ტაილანდში მიმდინარე სამაშველო ოპერაციისას, მღვიმეში ჩარჩენილი მეთორმეტე ბავშვიც გამოიყვანეს. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იტყობინება.ამ დროისთვის, ყველა ბავშვი ამოყვანილია. სამაშველო ოპერაცია გრძელ...

  • 15:40

    რა დაზიანებები მიიღო ჯორჯ კლუნმა ავარიის დროს - ფო...

    57 წლის მსახიობი ჯორჯ კლუნი ავტოავარიის დროს დაშავდა. მსახიობი კუნძულ სარდინიაზე თავისი სკუტერით მერსედესის მარკის ავტომობილს შეეჯახა. ექიმების განმარტებით, ჯორჯ კლუნმა მუხლი და ხელი დაიზიანა.გთავაზობ...

  • 14:32

    ჯორჯ კლუნი ავარიაში მოყვა...

    ყველასთვის საყვარელი მსახიობი, ჯორჯ კლუნი ავარიაში მოყვა. კუნძულ სარდინიაზე ავარიის შედეგად დაშავებული მსახიობი ჯორჯ კლუნი საავადმყოფოში გადაიყვანეს. შემთხვევა დასახლებულ პუნქტ კოსტა-კორალინაში მ...

  • 13:10

    პრინცი ლუისის ნათლობა - ვიდეოკადრები...

    პრინცი ლუისის ნათლობის ცერემონია, ორშაბათს 9 ივლისს გაიმართა. ცერემონიალი წმინდა "James' Palace"-ში გაიმართა. პრინ­ცი ლუ­ი­სი, რო­მე­ლიც პრინც უი­ლი­ა­მის და ქეით მიდლტო­ნის მე­სა­მე შვი­ლია,რომე...

  • 00:10

    საფრანგეთის ციხიდან პატიმარი ვერტმფრენით გაიქცა...

    თავდამსხმელი რეციდივისტი რედუან ფაიდი, რომელიც ყაჩაღური თავდასხმისთის 25 წლიან სასჯელს იხდიდა, საფრანგეთის ციხიდან ვერტმფრენის დახმარებით გაიქცა. ამის შესახებ გამოცემა „Parisien“ იუწყება.დამნაშავე პარ...

  • 15:30

    წარწერა პირველი ლედის ქურთუკზე - მელანია ტრამპი ...

    მელანია ტრამპი მსოფლიო ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა.ამერიკის პირველი ლედი ტეხასის ბავშვთა თავშესაფარშს ესტუმრა, სადაც აშშ-ში მიგრანტი ბავშვები მოინახულა. დასავლური ტაბლოიდების ყურადღება...

  • 10:50

    კიევის სასამართლო დღეს უკრაინის პრეზიდენტის წინააღ...

    კიევის სასამართლო დღეს უკრაინის პრეზიდენტის წინააღმდეგ მიხეილ სააკაშვილის სარჩელს განიხილავს - ინფორმაციას ამის შესახებ პარტია "ახალი ძალების მოძრაობის" პრეს-სამსახური ავრცელებს.საკასაციო ადმინის...

  • 14:49

    სასულიერო პირმა ნათლობის დროს ატირებულ ბავშვს სილ...

    საფრანგეთის ერთ-ერთ  ეკლესიაში მომხდარმა ფაქტმა საზოგადოების მღელვარება გამოიწვია.ნათლობის დროს სასულიერო პირმა მცირეწლოვან ბავშვს სახეში სილა გააწნა, მხოლოდ იმის გამო რომ მოზარდი ხმამაღლა ტიროდა...

  • 11:15

    სტოლტენბერგმა რუსეთს აგრესიული ქმედებები შეახსენა...

    ომი საქართველოს წინააღმდეგ და მიმდინარე კონფლიქტი უკრაინაში - ნატოს გენერალურმა მდივანმა რუსეთი აგრესიული ქმედებების მაგალითად კიდევ ერთხელ მოიყვანა."დოიჩე ველესთან" ინტერვიუში იენს სტოლტენბერგმა განა...

  • 17:18

    ასე დასრულდა "სელფი" 10 მეტრიან პითონთან...

    პითონმა ტყის მცველის დახრჩობა სცადა.  დიდი ძალისხმევის შემდეგ, მამაკაცმა თავის ყელზე შემოხვეული გველისგან თავი დაიხსნა.10 მეტრი სიგრძის პითონი მას შემდეგ გაბრაზდა, რაც მასთან სელფის გადაღება...

  • 17:28

    ტრამპი ხუმრობის ხასიათზეა, მაგრამ კიმი... - ამ ვი...

    ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის შეხვედრა შედგა. ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრა მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოექცა.შეხვედრის ერთ- ერთი ...

  • 17:09

    დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის ისტორიული ხელის ჩ...

    ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა ისტორიული სამიტის დასრულების შემდეგ კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღების შესახებ შეთან...