0 1 : 4 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პროექტ „მწვანე ალმასის“ წარმატების საიდუმლო

"მწვანე ალმასში“ ბინების 50% ერთ კვირაში გაიყიდა

სამშენებლო კომპანია „მაქრო ქონსთრაქშენმა“ 28 მაისს ახალი, 115 მლნ დოლარამდე პროექტის - საცხოვრებელი კომპლექსი "მწვანე ალმასის'’ განხორციელება დაიწყო. პროექტ "მწვანე ალმასის“ მშენებლობა მოიცავს სამ ეტაპს, პირველი ეტაპი შედგება 731 ბინისგან. დროის მცირე მონაკვეთის მიუხედავად, მხოლოდ 1 კვირაში, პირველ ეტაპში არსებული ბინების ნახევარი უკვე გაყიდულია.

უნიკალური საცხოვრებელი კომპლექსი თბილისის ეკოლოგიურად სუფთა უბანში, ოლიმპიური ობიექტების მახლობლად განთავსდება. „მწვანე ალმასის“ სიახლოვეს აშენდება ახალი მეგა პროექტი - ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომელიც უნიკალური იქნება აღმოსავლეთ ევროპაში.

საცხოვრებელი კომპლექსი 70 000 კვ. მეტრამდე ტერიტორიაზეა განთავსებული, აქედან 23 143 კვ. მეტრი შიდა გამწვანებული ეზო იქნება, რაც მობინადრეებს თბილისში უნიკალური ცხოვრების შესაძლებლობას აძლევს. კომპლექსში 23 საცხოვრებელი ბლოკი აშენდება, 1 772 ბინით. მობინადრეებისთვის ხელმისაწვდომი იქნება 3 საცურაო აუზი, 4 კალათბურთის სათამაშო სივრე, 4 ღია სავარჯიშო სივრცე, 4 სათამაშო მოედანი, 7 დახურული ხეივანი, ფიტნეს ცენტრი, სასეირნო და სარბენი ბილიკები, კომერციული ობიექტები, სოციალური ტერასები, საბავშვო ბაღი და სკოლა.

 „მწვანე ალმასზე“ არჩევანი შეაჩერეს ოჯახებმა, რომელთათვის ცხოვრების პირობების გაუმჯობესება, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ცხოვრება და მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურის არსებობაა პრიორიტეტული. საცხოვრებელი კომპლექსის ახალ მობინადრეებს შორის ასევე სჭარბობენ ახალგაზრდა წყვილები, ადამიანები, რომლებიც უპირატესობას ანიჭებებ ქალაქის ცენტრთან ახლოს, მაგრამ ამავდროულად ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ცხოვრებას. „მწვანე ალმასში“ ბინის შეძენა ასევე საუკეთესო ვარიანტია საინვესტიციო მიზნებისთვისაც.

„მაქრო ქონსთრაქშენის“ პირველი მსხვილი პროექტი „მწვანე ბუდაპეშტი“ უკვე იქცა კომპანიის სავიზიტო ბარათად. დასრულებულ „მწვანე ბუდაპეშტში“ ახალი მობინადრეები ახალი ცხოვრებისთვის ემზადებიან, მომხმარებელს შეუძლია საკუთარი თვალით ნახოს და დარწმუნდეს კომპანიის მიერ შეთავაზებული ბინების უმაღლეს ხარისხში. „მწვანე ალმასის“ მშენებლობისა და რემონტის დროსაც ზუსტად იგივე მასალები იქნება გამოყენებული.

საქართველოში მოღვაწეობის განმავლობაში „მაქრო ქონსთრაქშენმა“ მომხმარებლის ნდობა მოიპოვა, განსაკუთრებით იმით, რომ „მწვანე ბუდაპეშტის“ მშენებლობა ვადაზე ადრე დასრულდა და ახალ მობინადრეებს საუკეთესო ხარისხის ბინები ბარდებათ. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ეწვიონ კომპანიის გაყიდვების ოფისს, სადაც 5 ტიპის შოურუმია წარმოდგენილი. „მწვანე ალმასის“ ბინები სწორედ იმ მასალით გარემონტდება, რაც შოურუმშია ნაჩვენები.   

„მაქრო ქონსთრაქშენის“ ახალ საცხოვრებელ კომპლექსში ბინების სწრაფი ტემპით გაყიდვის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გადახდის მოქნილი და უპრეცენდეტო პირობებია. კომპლექსში ერთი კვადრატული მეტრის საშუალო ფასი 750 დოლარია. სრულად გარემონტებული, დასრულებული სამზარეულოთი და აბაზანით მოწყობილი ბინების ფასი 25 000 დოლარიდან იწყება, პირველადი შენატანი 2 500 დოლარია, ყოველთვიური შენატანი კი მხოლოდ 250 დოლარი.

გადახდის პირობები განსაკუთრებულად მორგებულია მომხმარებელზე: პირველადი შენატანი ბინის საფასურის 10%-ია, მთლიანი ღირებულების 30% კი 30 თვეზეა გადანაწილებული, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხარებელი ყოველთვიურად ღირებულების მხოლოდ 1%-ს იხდის. კომპლექსის დასრულების შემდეგ (2018 წლის მაისში), მომხმარებლებმა დარჩენილი 60% უნდა გადაიხადონ.  ამ პერიოდში მათ შეუძლიათ ისარგებლონ საბანკო სესხით, მარტივად დაფარონ სესხი იჯარის თანხის ნაწილიდან, ნაწილი კი საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენონ.

როგორც  „მაქრო ქონსთრაქშენის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ პროექტების განვითარების, საზოგადოებასთან ურთიერთობის, გაყიდვებისა და მარკეტინგის დარგში ოღუზ ქაან ქარერმა განაცხადა, გაყიდვების მაღალი მაჩვენებელი და „მწვანე ალმასის“ წარმატება სწორი პროდუქტის შექმნამ გამოიწვია, რისი მოთხოვნაც ბაზარზე იყო. მისივე თქმით, კომპანია ბედნიერია, რომ მომხმარებელი აქტიურად სარგებლობს ამ შეთავაზებით.

ოღუზ ქაან ქარერის განცხადებით,  წარმატება ასევე განაპირობა ხელმისაწვდომმა ფასებმა და  გადახდის მოქნილმა პირობებმა.

„პირველ რიგში იმან, რომ მობინადრეები თვეში 250 დოლარს იხდიან, რაც ფაქტობრივად, ქირის საფასურის ტოლფასია, რეალურად კი ამ თანხად ბინას იძენენ ეკოლოგიურად სუფთა და ინფრასტრუქტულად მოწყობილ უბანში“, - აღნიშნა ოღუზ ქაან ქარერმა.

საერთაშორისო კომპანია "მაქრო ქონსთრაქშენი“ საქართველოს ბაზარზე ინვესტირებას 2013 წლიდან ახორციელებს. კომპანია საერთაშორისოა და ძირითადად სამშენებლო სფეროში ოპერირებს. შპს "მაქრო ქონსთრაქშენმა“ საქართველოს ბაზარზე 70 მილიონ დოლარამდე ინვესტირება მოახდინა, დამატებით კი 150 მილიონ დოლარამდე ინვესტირებას გეგმავს. 

"მაქრო ქონსთრაქშენმა“ საქართველოში უკვე წარმატებით დაასრულა რამდენიმე საინვესტიციო პროექტი: საცხოვრებელი კომპლექსი "მწვანე ბუდაპეშტი“, ფრანგული ACCOR ჯგუფში შემავალი ბრენდის - 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო "მერკური Tbilisi Old Town’’, ავეჯის მაღაზიათა ქსელი "ბელლისსა“ და 5 ვარსკვლავიანი რესტორანი "დაინჰოლი“ რუსთაველის გამზირზე, რომლის საზეიმო გახსნა ივნისში შედგება. 

კომპანია უახლოეს პეიოდში გეგმავს ფრანგულ ACCOR ჯგუფში შემავალი ბრენდის, სასტუმრო IBIS styles-ის მშენებლობას. "მაქრო ქონსთრაქშენი“ ასევე ფლობს 20 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთს აეროპორტის გზატკეცილზე, სადაც უზარმაზარი საოჯახო და დეკორატიული ნივთების სავაჭრო ცენტრის მშენებლობა იგეგმება.

www.greendiamond.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები