2 0 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“TSU ART“ iTV-ის ობიექტივში

ჩამოტვირთვა

ხელნაკეთი და არაორდინალური მუსიკალური ინსტრუმენტები, კარგი ჟღერადობა, მუსიკის დიდი სიყვარული, მეგობრობა და ბევრი იუმორი, გაიცანით ეს თსუ არტია. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შექმნილი მუსიკალური ჯგუფი ფართო საზოგადოებამ პირველად პროექტ ნიჭიერში იხილა, თუმცა ახალგაზრდა მუსიკოსებს უფრო ფართომასშტაბიანი გეგმები აქვთ და მათ განსახორციელებლად ბევრს შრომობენ. ხელნაკეთი მუსიკალური ინსტრუმენტები თსუ არტის მთავარი სავიზიტო ბარათი გახლავთ. როგორც ჯგუფის წევრები განმარტავენ ერთი შეხედვით შეუფერებელი ნივთებისგან მათ მიერვე დამზადებული ინსტრუმენტები საზოგადოების ყურადღების მისაქცევი საშუალება იყო თსუ არტის გიტარისტი დათუნა 20 წლისაა, უკრავს ბავშვობიდან, მიიჩნევს, რომ ეს მისი ერთადერთი მოწოდებაა, მუსიკის სიყვარულმა დათუნას თეტრალური ინსტიტუტის მიტოვებაც კი აიძულა. ბასგიტარისტი სანდრო ჯგუფის ყველაზე პატარა წევრია, ჯერ მხოლოდ 19 წლისაა, მაგრამ მუსიკა სხვებზე არანაკლებ უყვარს, თსუ არტში ის მუსიკალური ათწლედის დასრულების შემდეგ მოხვდა. პერკუსიონისტი ილია მხოლოდ 22 წლისაა და უკვე 20-ზე მეტ მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა შეუძლია. თსუ არტში ის საკუთარი ხელით დამზადებულ ინსტრუმენტებზე უკრავს. თსუ არტის კიდევ ერთი პერკუსიონისტი 23 წლის ლაშა პროფესიით მონტაჟის რეჟისორია. დასარტყამმა ინსტრუმენტებმა ის 2 წლის წინ გაიტაცა და მუსიკა მისი ცხოვრების განუყრელ ნაწილად იქცა. თვითნასწავლ პერკუსიონისტ ირაკლისთვის პირველი მუსიკალური საკრავი ტამტამი გახლდათ, რის შემდეგაც სხვა ინსტრუმენტებზე დაკვრასაც დაეუფლა, ჯგუფში ის საკუთარი ხელით შექმნილ ინსტრუმენტებზე უკრავს. დიჯეი A2K თსუ არტის ყველაზე ახალი წევრია. ეითუქეი იგივე ათუკა ედიშერაშვილი ჯგუფში მოხვედრამდე ელექტრონულ მუსიკას დამოუკიდებლად ქმნიდა, მისი კომპოზიციები რამდენიმე უცხოურ ლეიბლზეც არის განთავსებული, თუმცა თსუ არტისგან მიღებული შემოთავაზების შემდეგ, მათი მეექვსე წევრის სტატუსი სიამოვნებით მიიღო. თსუ არტი ინსტრუმენტალური ჯგუფია, ამიტომ მათ ვოკალისტი არ ჰყავთ, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, მუსიკას აჩო ზამბახიძის ხმა ემატება მათ ვისაც თსუ არტის მუსიკა მოსწონს, ჯგუფის წევრების ხილვა ბათუმში შეუძლია, სადაც 27-29 ივლისს ჯგუფის სოლო კონცერტები გაიმართება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები