1 8 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სიცოცხლის ბოლომდე ბიძინასთან

ჩამოტვირთვა

ამ ინტერვიუს შემდეგ, ზესტაფონელ ეკატერინე დუგლაძეს სამსახურში პრობლემები შეექმნა და, გავრცელებული ინფორმაციით, მას სამსახურდიან გაგდებითაც კი დაემუქრნენ. მედიაჯგუფის წევრები მასთან ინფორმაციის გადასამოწმებლად მივიდნენ, თუმცა ეკატერინემ კოლეგების შეკითხვებს ისევ არ უპასუხა და შეტევაზე გადავიდა. მედიაჯგუფი დაადანაშაულა, რომ მას მუშაობაში ხელს უშლიდნენ, მასალიდან კი კარგად ჩანს, რომ ინფო9-ის ჟურნალისტი, ოპერატორთან ერთად, მშვიდად მუშაობს. ეკატერინე დუგლაძე კოლეგებს გაურბოდა და მათ შეკითხვებს არ პასუხობდა. როგორც ჩანს, უფროსებისგან ჰქონდა მიღებული მითითება, რომ მედიაჯგუფის ჟურნალისტებს არ დალაპარაკებოდა, თუმცა „მომზადილმა“ ეკატერინემ ცდუნებას ვეღარ გაუძლო და დაჟინებით დაიწყო მტკიცება, რომ ბიძინას პირადი პრესსამსახური იყო. როგორც კი ეკატერინემ ხმა ამოიღო, მისმა თანამშრომლებმა ხელი დაავლეს და მანქანაში იძულებით ჩასვეს. „მომზადილი“ ეკატერინე ასე გაარიდეს ზესტაფონის გამგეობის მიმდებარე ტერიტორიას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები