0 8 : 5 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რაგბში საქართველოს თასის მფლობელი „არმია“ გახდა

ჩამოტვირთვა

რაგბიში საქართველოს თასის მფლობელის ვინაობა ცნობილია. დაძაბული ფინალური მატჩი და უშეღავათო შერკინება დღეს, ავჭალაში შედგა. ყინვის მიუხედავად თამაშს არც მაყურებელი და არც გულშემატკივარი აკლდა. გადამწყვეტ შეხვედრაში ერთმანეთს „არმია“ და „ყოჩები“ დაუპირისპირდნენ. დაუღალავი ბრძოლის შემდეგ პირველობა თავდაცვის სამინისტროს მორაგბეთა კლუბმა არავის დაუთმო. ჩემპიონებმა 10ქულიანი სხვაობით 26–ით 16 იმარჯვეს და საუკეთესო გუნდის ტიტული წელს მეორედ დაიმსახურეს. „ყოჩების“ გუნდმა ინიციატივა შეხვედრის პირველივე ნახევარში აიღო. ანგარიშიც სწორედ ყოჩებმა გახსნეს, თუმცა შემდგომ ძალები გათანაბრდა, „არმიამ“ პოზიციები არ დათმო და ვითარება საგრძნობლად შეიცვალა. ხანმოკლე თანაბარი ბრძოლის შემდეგ, თამაში თავდაცვის გუნდის სასარგებლოდ შეიცავალა. ბრძოლა კიდევ უფრო დაიძაბა მეორე ტაიმში...ლიდერობის დათმობა არცერთ გუნდს არ სურდა. „ყოჩების“ აქტიურობის მიუხედავად არმიელებმა მოწინააღმდეგე გატეხეს და დამაჯერებელი გამარჯვებაც მოიპოვეს. მატჩის დასრულების შემდეგ ტრადიციული პრესკონფორენციის დროც დადგა. მთავარმა მწვრთნელებმა შეხვედრა შეაფასეს. საქართველოს თასს ღირსეული მფლობელი ჰყავს, თუმცა არმიელებისთვის ყოჩების ძლევა იოლი ნამდვილად არ ყოფილა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები