1 3 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

,,შეზღუდვა გავრცელდება საქართველოს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე პასუხისმგებელ და თანამონაწილე პირებზე, ასევე, მათი ოჯახის წევრებზე “- აშშ რუსულ კანონზე პასუხისმგებელ პირებს სავიზო შეზღუდვებს უწესებს

საქართველოში აშშ-ის საელჩო  "ოცნებისთვის" სავიზო შეზღუდვებზე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებას აქვეყნებს:

 

"ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ" შეიმუშავა და მიიღო „უცხოური გავლენის" კანონი, რომელიც ჩაახშობს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, დაღს დაასვამს ორგანიზაციებს, რომლებიც ემსახურებიან საქართველოს მოქალაქეებს და ხელს შეუშლის დამოუკიდებელ მედია ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ იმისთვის, რომ ქართველებს მაღალი ხარისხის ინფორმაციაზე ჰქონდეთ წვდომა. მას შემდეგ, რაც საქართველოს მოქალაქეებმა კანონის წინააღმდეგ ხმა აიმაღლეს, ვნახეთ დაშინებისა და ძალადობის კამპანიის აშკარა ნიშნები განსხვავებული მშვიდობიანი აზრის ჩასახშობად. „ეროვნული უსაფრთხოების კანონი" და რეპრესიული ტაქტიკა, რომელიც გამოიყენება ლეგიტიმური აზრთა სხვაობის ჩასახშობად, ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიას და ფუნდამენტურ თავისუფლებებს, რომლითაც უფლებამოსილია ქართველი ხალხი და ეწინააღმდეგება საქართველოს დიდი ხნის განმავლობაში გაცხადებულ, კონსტიტუციაში ასახულ მიზანს ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ.

ამ ქმედებების საპასუხოდ, სახელმწიფო დეპარტამენტი იღებს საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვის ახალ პოლიტიკას, რომელიც გავრცელდება საქართველოს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე პასუხისმგებელ და თანამონაწილე პირებზე, ასევე, მათი ოჯახის წევრებზე. ეს მოიცავს ინდივიდებს, რომლებიც ძალადობისა და დაშინების კამპანიის გზით პასუხისმგებელნი არიან საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების შეზღუდვაზე. 

საქართველოს დემოკრატიისადმი აშშ-ის მხარდაჭერა ხანგრძლივია და ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების საფუძველს წარმოადგენს. ნებისმიერს, ვინც ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესებს ან ინსტიტუტებს საქართველოში, მათ შორის, საქართველოს 2024 წლის ოქტომბრის არჩევნების წინ, მისი მიმდინარეობისას და მას შემდეგ, ამ პოლიტიკის მიხედვით, შესაძლოა, არ მიეცეს აშშ-ის ვიზების მიღებისა და შეერთებულ შტატებში გამგზავრების საშუალება. აღნიშნული შეზღუდვები, შესაძლოა, ასევე გავრცელდეს ამ პირების უშუალო ოჯახის წევრებზეც.

ასევე, დღესვე ვიწყებ შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველ გადახედვას. იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოს ლიდერები გადახედავენ კანონპროექტს და მათი ერის დემოკრატიული და ევროატლანტიკური მისწრაფებების წინსვლისთვის ნაბიჯებს გადადგამენ. გადავხედავთ რა ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებს, გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში ვიქონიებთ საქართველოს ქმედებებს. 

სავიზო შეზღუდვის ეს პოლიტიკა ექვემდებარება იმიგრაციისა და ეროვნების აქტის 212 (a)(3)(C) მუხლს და საშუალებას აძლევს სახელმწიფო დეპარტამენტს, დაუწესოს სავიზო შეზღუდვები ფიზიკურ პირებს, ასევე, მათი ოჯახის უშუალო წევრებს, იქნებიან ისინი ამჟამინდელი თუ ყოფილი სახელმწიფო თუ არასახელმწიფო აქტორები, რომლებიც სამოქალაქო ან პოლიტიკური უფლებების განხორციელების დასაბრკოლებლად პასუხისმგებელნი არიან ან თანამონაწილეობენ საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში, მათ შორის, ძალადობის, ძალის ან იძულების გამოყენებით" - ნათქვამია ენტონი ბლინკენის განცხადებაში. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 23:18

    სავიზო შეზღუდვების პირველი ტრანში ,,ოცნების” წევრე...

    შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის თქმით, სახდეპის მიერ გამოცხადებული სანქციები "ოცნების" დეპუტატებს, მათ ოჯახის წევრებს და პოლიციელებს შეეხება. როგორც მილერმა სა...

  • 16:54

    კახა კალაძე - ბუნებაში არ არსებობს მიზეზი, რომ საქ...

    როდესაც სხვა ქვეყნის წარმომადგენელს ასანქცირებ, ამას საბაბი უნდა ჰქონდეს. არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები დასანქცირდნენ. ამის არანაირი არგუმენტი არ არსებობს. არასერიოზ...

  • 15:06

    მაქვს ინფორმაცია, რომ „ოცნების“ წარმომადგენლების ...

    „ძალიან მალე იქნება სანქციები. მე მაქვს უკვე ინფორმაცია, რომ კონკრეტულად არსებობენ "ქართული ოცნების" წარმომადგენლები, ვისი ოჯახის წევრებსაც უკვე მისდით კონკრეტული შეტყობინებები ვიზების გაუქმების...

  • 18:03

    ანაკლიის პორტს ჩინური კონსორციუმი ააშენებს...

    ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ჩინური კონსორციუმი ანაკლიის პორტის პროექტის გამარჯვებულად უახლოეს დღეებში გამოცხადდება.    საბოლოოდ, ჩვენ მივიღ...

  • 18:00

    ,,კომპანია, რომელიც დღეს ანაკლის გამარჯვებულად გამ...

    ეს დასაწყისისთვის: კომპანია რომელიც დღეს ანაკლიის გამარჯვებულად, თავისი ქვეკონტრაქტორებით, გამოგვიცხადა ბატონმა დავითაშვილმა:  -- 2009-2017 წლებში შავ სიაში ყავდა მსოლფიო ბანკს; -- 2020 წლიდან და...

  • 23:29

    ,,84 შულავერელი, თუ 84 ორჯონიკიძე ვერაფერს შეუცვლი...

    "84 შულავერელი თუ 84 ორჯონიკიძე ვერაფერს ვერ შეუცვლის ამ ქვეყნის მომავალს. ეს მომავალი ჩვენია.   ახლა გეტყვით რა არის ჩვენი გასაკეთებელი, ამათმა ხომ დააჭირეს ღილაკს თითი და თავიანთი სახელი ისტორი...

  • 21:38

    ,, პრემიერ-მინისტრზე თავდასხმის უკან იკვეთება ერთ-...

    საზოგადოება აკვირდება გამჭვირვალობის შესახებ კანონის გარშემო განვითარებულ მოვლენებს და ხედავს, რომ მთელი რიგი მაღალი რანგის უცხოელი პოლიტიკოსები არ ერიდებიან ღია შანტაჟსაც კი ქართველი ხალხის და მის მი...