1 6 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა

ევროკომისია რეკომენდაციას იძლევა, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს. შესაბამისი განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაინერმა  ბრიუსელში მიმდინარე პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროპულ მისწრაფებას, საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მისწრაფებას, ეს მისწრაფებები ნამდვილად უნდა იქნას ყურადსაღები ხელისუფლების მხრიდან. მათ უნდა დაიწყონ ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და რა თქმა უნდა, უნდა ფოკუსირდნენ 12 რეკომენდაციაზე, რომელიც წარსულში გაიცა და ახლა კომისია ნამდვილად ხაზს უსვამს, რომ დადებითი ნაბიჯები გადაიდგა საქართველოს შემთხვევაში. ოპოზიციას რაც შეეხება, ძალიან აქტიურად არის საპარლამენტო პროცესებში ჩართული, დეოლიგარქიზაციის მიმართულებითაც ხელშესახები ნაბიჯები გვაქვს, ანტიკორუფციული საბჭო ჩამოყალიბდა და მაშასადამე კომისია რეკომენდაციას გასცემს კანდიდატის სტატუსის მიღების შესახებ და ჩვენ გვესმის რაოდენ მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი.

დასკვნა რეკომენდაციას იძლევა კომისიის მხრიდან, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი იმ თვალსაზრისით, რომ უნდა განხორციელდეს ზოგიერთი რეფორმა" - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები